"ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელი ქვეყანა ჩვენს დაბულინგებას მოისურვებს, მკაცრად ვუპასუხებთ" - კვირის პალიტრა

"ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელი ქვეყანა ჩვენს დაბულინგებას მოისურვებს, მკაცრად ვუპასუხებთ"

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, მისი ქვეყანა არანაირ ომს არ დაიწყებს, მაგრამ მკაცრ რეაგირებას მოახდენს მჩაგვრელებზე.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ არანაირ ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თუ მჩაგვრელი ქვეყანა ან ძალა მოისურვებს ჩვენს დაბულინგებას, ირანის ისლამური რესპუბლიკა მკაცრად უპასუხებს“, - ციტირებს CNN-ი ებრაჰიმ რაისს.

მისი თქმით, ირანის რეგიონული სამხედრო შესაძლებლობები საფრთხეს არცერთ ქვეყანას არ უქმნის და, პირიქით, რეგიონის უსაფრთხოების საიმედო წყაროა.

„ირანის სამხედრო ძალა რეგიონში არ წარმოადგენს საფრთხეს არცერთი ქვეყნისთვის. ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ძალა აძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნებს შეუძლიათ მას ენდონ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.