ამერიკული სარაკეტო შურისძიება შედგა... ყველგან, გარდა ირანისა... - კვირის პალიტრა

ამერიკული სარაკეტო შურისძიება შედგა... ყველგან, გარდა ირანისა...

3 თებერვლის გამთენიისას აშშ-მა შური იძია 28 იანვრის თავდასხმისთვის - სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე 125-ზე მეტი მართვადი რაკეტითა და ბომბით ზუსტი დარტყმა მიაყენეს 85-ზე მეტ იმ ობიექტს, რომლებიც პროირანულ ძალებს ეკუთვნოდა...

თუ რა საბრძოლო შედეგით დამთავრდა ეს საჰაერო დარტყმები, რომლებშიც ამერიკულ მხარეს სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებიც ეხმარებოდნენ, მალე გამოჩნდება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი ასეთი სამიზნე-ობიექტი პროირანულ დანაყოფებს უკვე დატოვებული ჰქონდათ.

ფაქტობრივად გამართლდა ჩვენი პროგნოზი, გამოთქმული ამ ბლოგის 31 იანვრის სტატიაში „შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ?! - დაიწყება თუ არა ირან-ამერიკის ომი და პუტინის ფარული თამაშები“, როდესაც ვაცხადებდით, რომ 28 იანვარს იორდანიაში ამერიკულ მინი სამხედრო ბაზაზე ირანული წარმოების კამიკაძე-დრონით „შაჰიდით“ თავდასხმის შედეგად მოკლული სამი და 40-მდე დაჭრილი ამერიკელი სამხედროსათვის თეთრი სახლი შურისძიებას აუცილებლად განახორციელებდა, მაგრამ არაფრის დიდებით უშუალოდ ირანის მიმართ, არამედ პროირანულ დაჯგუფებებზე სირიასა და ერაყის ტერიტორიებზე... პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე უდიდესი პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობდა 28 იანვრის შემდეგ, როგორც დემოკრატებისგან, ისე განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხრიდან - ყველანი სათანადო შურისძიებას ითხოვდნენ თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო...

2-i-1706952211.png
პროირანული დანაყოფი სირიაში...

მაგრამ, პრეზიდენტი ბაიდენი რთული არჩევანის წინაშე იდგა-მიუხედავად თეირანის მტკიცებისა, რომ ირანი არავითარ კავშირში არ იყო 28 იანვრის თავდასხმასთან იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ნათელი გახლდათ რომ ეს თავდასხმა ირანული წარმოების კამიკაძე-დრონით პროირანულმა ძალებმა განახორციელეს, ანუ ამ ყველაფრის უკან, შეიძლება ირიბად, მაგრამ მაინც ირანის ხელისუფლება, კონკრეტულად კი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლობა მოიაზრებოდა...

შესაბამისად, ამერიკული სარაკეტო შურისძიების სამიზნეები სწორედ ირანის ტერიტორიაზე უნდა გამოძებნილიყო...მაგრამ ეს უკვე დიდი ომის დაწყების წინაპირობა გახდებოდა,მრაც არც ვაშინგტონში სურთ და არც თეირანში.

3-i-1706952210.png
ახლო აღმოსავლეთში ძირითადი ამერიკული სამხედრო ბაზების დისლოცირების ადგილები

შესაბამისად, თეთრმა სახლმა გამონახა შუალედური გამოსავალი, როდესაც არც მწვადი დაწვა და არც შამფური-შიდა ოპოზიციაც დააწყნარა იმით, რომ შურისძიების სარაკეტო დარტყმები განახორციელა და ამით აშშ-ის საერთაშორისო იმიჯი გაამაგრა, მაგრამ ამასთანავე თავდასხმა არ მიიტანა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, რაც აუცილებლად გამოიწვევდა თეირანის საპასუხო მოქმედებებს-ირანის შეიარაღებული ძალების არსენალში უკვე მოიძებნება იმ რადიუსის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან გაშვების შემდეგ სწვდებიან ახალო აღმოსავლეთში განთავსებულ თითქმის ყველა ამერიკულ სამხედრო ბაზას და ასევე ფარავენ თვით ისრაელის ტერიტორიასაც...

დიდი ომი, აშშ-სა და ირანს შორის, საბედნიეროდ არ დაწყებულა და იმედია არც დაიწყება, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები მაინც მუდმივ მზადყოფნაში უნდა დარჩნენ, რადგან პროირანული ძალები „შურისძიების შურისმაძიებელ“ სარაკეტო დარტყმებს მაინც