"ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი" - ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე - კვირის პალიტრა

"ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი" - ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილს სამ­შობ­ლო­ში სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი და­უ­წუ­ნეს. მეცო სოპ­რა­ნომ, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ რე­ჟი­სო­რებ­თან, ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან მუ­შა­ობს, თურ­მე არ იცის, სცე­ნა­ზე რა ჩა­იც­ვას და რა იცეკ­ვოს. ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა, ანი­ტას და სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ცე­ცხლო­ვან ტან­გოს. ვი­დეო 5 წლის წინ არის ჩა­წე­რი­ლი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ვირუ­სი­ვით.

ამ ხმა­უ­რი­ან, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს მომ­ღე­რა­ლი არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. ის კა­რი­ე­რის იმ სა­ფე­ხურ­ზე დგას, როცა სა­ხე­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს. მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც სიმ­შვი­დე და სტა­ბი­ლუ­რო­ბაა. ის და მისი ქმა­რი ოთარ მა­ი­სუ­რა­ძე ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ით ტკბე­ბი­ან.. მომ­ღე­რალ­მა ამ ეტა­პამ­დე რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა.

- ალ­ბათ, თქვე­ნი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან...

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ასეთ კა­რი­ე­რას იწყებ, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გაქვს, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვაც იქ­ნე­ბა. უნდა ეცა­დო, ისე­თი არა­ფე­რი გა­ა­კე­თო, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა შეგრცხვეს. იდე­ა­ლუ­რი თუ არა, სა­მა­გა­ლი­თო მა­ინც უნდა იყო, რომ მერე არ გა­წით­ლდე და თა­ვის დახ­რა არ მო­გი­წი­ოს.

359498159-10230778370145660-8355917415719405656-n-1706953081.jpg

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ამის გამო ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­ხარ?

- არი­ან ფა­ნე­ბი, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის ზღვარს სცდე­ბი­ან. ერთხელ იმის გამო გა­ვი­ლან­ძღე, რომ ფე­ის­ბუქ­ზე ჩემი დის­შვი­ლე­ბის ფოტო დავ­დე. მი­თხრეს, რო­გორ ბე­დავ ამას, შენ არ­ტის­ტი ხარო. თურ­მე მხო­ლოდ ის ფო­ტო­ე­ბი უნდა დავ­დო, სა­დაც სა­ღა­მოს კა­ბებ­ში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც სა­ა­თო­ბით ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში თე­ატ­რის წინ მე­ლო­დე­ბი­ან. ისი­ნი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მათი ცოტა მე­ში­ნია.

პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბა

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილს უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იტა­ლი­ელ ქმარს, ტე­ნორ რი­კარ­დო მა­სი­ას ხუ­თწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­შორ­და."5 წე­ლი­წად­ზე მეტი. საკ­მა­რი­სი დროა იმის­თვის, რომ და­შო­რე­ბა ტკი­ვილ­ში გა­დაზ­რდი­ლი­ყო. და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე მი­ვი­ღე. ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი მენ­ტა­ლი­ტე­ტით უფრო ახ­ლოს არი­ან ჩემ­თან, ვიდ­რე ევ­რო­პე­ლე­ბი ან ამე­რი­კე­ლე­ბი, რო­მელ­თა­ნაც სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას თით­ქმის ვერ ვა­ხერ­ხებ. ქარ­თველ­მა კა­ცებ­მა ქა­ლის სხვა­ნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მა იცი­ან. იქა­ურ­მა კა­ცებ­მა ისე­თი ელე­მენ­ტა­რუ­ლი რა­ღა­ცე­ბიც არ იცი­ან, რაც ქა­ლის­თვის სკა­მის გა­წე­ვა ან კა­რის გა­ღე­ბაა. ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ნელ-ნელა შე­ვე­გუე ამ ფაქტს, რომ კარ­საც არა­ვინ მი­ღებ­და, მაგ­რამ ეს სა­წყე­ნი არ ყო­ფი­ლა. რად­გან ამას მხო­ლოდ ჩემ­თან კი არა, არა­ვის­თან აკე­თებ­და. მერე ნელ-ნელა ის­წავ­ლა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მე­ხუ­თე წელს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­ღებ­და კარს. გააგრძელეთ კითხვა