პოლიციელთა ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება და 2 060 ლარი გახდება 2030 წელს - რას წერია მთავრობის გეგმაში?
პოლიციელთა შრომის საშუალო ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება და 2 060 ლარი გახდება 2030 წელს - ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030 -საქართველოს განვითარების სტრატეგიაშია“ აღნიშნულია.
კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საბაზისო 2021 წელს პოლიციელთა საშუალო შრომის ანაზღაურება 1 435 ლარი იყო.
გეგმის მიხედვით 2024 წელს ეს მაჩვენებელი 250 ლარით გაიზრდება და 1 685 ლარს გაუტოლდება, 2027 წელს 1 810 ლარი გახდება და ზრდა 375 ლარი იქნება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია რომ პოლიციელის შრომის საშუალო ანაზღაურება 625 ლარით გაიზრდება და 2 060 ლარი გახდება. გარდა ამისა დოკუმენტის თანახმად, მთავრობა გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. კერძოდ, ამ გეგმის თანახმად, 2024 წელს 58 ახალაშენებული შენობა-ნაგებობა ექნება, 20230 წელს კი - 147. განახლდება სამინისტროს ავტოპარკიც. კერძოდ, 2024 წელს უწყების მფლობელობაში არსებულ ავტოპარკს 1 686 ახალი ავტომობილი, 2027 წელს - 2 616, ხოლო 2030 წელს - 3 ათასი ახალი ავტომობილი ექნება... წაიკითხეთ სრულად