"მე ვერ ვნახავ, ის როგორ გაიზრდება..." - 80 წლის რობერტ დე ნირო 9 თვის ქალიშვილზე საუბრისას ატირდა - კვირის პალიტრა

"მე ვერ ვნახავ, ის როგორ გაიზრდება..." - 80 წლის რობერტ დე ნირო 9 თვის ქალიშვილზე საუბრისას ატირდა

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდა მამა - ამჯერად, მეშვიდე შვილის, რომელიც 35 წლით უმცროსმა ქალბატონმა გაუჩინა. დე ნირო ახლა 80 წლისაა, მისი ქალიშვილი ჯია კი - 9 თვის.

მსახიობი ინტერვიუში მამობაზე საუბრობდა, თუ როგორი საოცარი გრძნობაა ეს და რა სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მას ბიოლოგიური, ნაშვილები და ასევე სუროგატი დედის გაჩენილი შვილები ჰყავს, თუმცა ყველა ერთნაირად უყვარს.

ინტერვიუს ბოლოსკენ მსახიობმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა საქმე მიდგა ჯიაზე, მის გაზრდაზე... როცა ჯია 20 წლის გახდება, დე ნირო 100 წლის იქნება... ის ღელავს, რომ ვერ ნახავს ჯიას გაზრდას. "ყველაფერი, რაც მაღელვებს და მანერვიულებს, როცა ჯიას ვხედავ. ეს საოცარია. მაგრამ როცა ის გაიზრდება... ვინ იცის... მაგრამ აი ახლა, ის ისე მიყურებს, ისე ფიქრობს და აკვირდება ყველაფერს, ძალიან საყვარელია..." გააგრძელეთ კითხვა