"კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა" - რას წერს ნარკოტიკების მოხმარებაზე ნათია ფანჯიკიძე? - კვირის პალიტრა

"კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა" - რას წერს ნარკოტიკების მოხმარებაზე ნათია ფანჯიკიძე?

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ნარკოტიკით გარდაცვალების შემთხვევბზე წერს:

"კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა. ნარკოტიკების მიმართ საფრთხის შეგრძნების მოხსნას იდეალურად ემსახურება მარკეტინგულად კარგად გათვლილი სიტყვები - "კლუბური" - თითქოს რომელიმე სასიკვდილოდ საშიში ნივთიერება გართობასთან ასოცირებული და სოციალური გარემოსთვის ჩვეულებრივი დანამატი იყოს, "სააფთიაქო" - თითქოს ლეგალური წამლის ზედოზირება ვიტამინის, ან ძალიან მარტივი პრეპარატის მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევდეს მოწამვლას, ან სიკვდილს; "მსუბუქი" - თითქოს თრობის მხრივ მსუბუქი ისევე არ აზიანებდეს ტვინის ემოციურ სისტემას, ან რეცეპტორებს, ან არ აზიანებდეს რუხი ნივთიერების კონცენტრაციას, როგორც "მძიმე".ცნობიერების შეცვლა ნებისმიერ ადამიანს გვინატრია ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილს ვერ ვუძლებთ, ან მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი და უღიმღამოა და ერთხელ მაინც დავმთვრალვართ ასეთ დროს ყველა, ნივთიერების იმ არჩევანით, რომელიც ხელთ მოგვხვდა, ან უბრალოდ სურვილად დაგვიტოვებია მორალური ტანჯვის გაყუჩების მოთხოვნილება. როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, მითუმეტეს ყოველდღე, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე.

რა არის ფსიქიკური პრობლემა? არაფერი განსაკუთრებული, არამედ სტრესის გადაუტანლობა, მასთან გამკლავების შეუძლებლობა.გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს. ვუმკურნალოთ იმ ტკივილს, ან სიცარიელეს, რომელიც გვაიძულებს გავაყუჩოთ სიცოცხლე და ცოცხალი შეგრძნებები. ტანჯვასა და სიხარულს შორის ისეთივე თხელი ტიხარია, როგორც სიცილსა და ტირილს შორის. ხშირად თუ გააყუჩებ ტკივილს, მალევე, სრულად გაქრება სიხარულიც. ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა. ეს არის შესაძლებელი. არ გეუბნებით ამას ზეპირად. გეუბნებით იმ ცოდნით, რომელიც სწორედ ტკივილის ატანა და შემდეგ მისი ტრანსფორმაცია რომ შემძლებოდა, იმიტომ მივიღე.დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება. არსებობს ადგილები დღეს, სადაც შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვის სწავლას. ერთერთი "კამარაცაა" და უკვე "ლივინგ მუზეუმი თბილისი", რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გარდაქმნის სახელოსნოდ", - წერს ფანჯიკიძე.

ცნო­ბის­თვის, შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 19 წლის გო­გო­ნა შე­უძ­ლოდ გახ­და. ის უგო­ნოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - რას ამბობს მამა შალვა კეკელია