სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა - როგორი ამინდია უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი? - კვირის პალიტრა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა - როგორი ამინდია უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინ­დი გა­უ­ა­რეს­დე­ბა. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, 5 თე­ბერ­ვლი­დან 8 თე­ბერ­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ლე­ქი, უმე­ტე­სად თოვ­ლის სა­ხით, ზო­გან ძლი­ე­რი (ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში), მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ნის­ლი, ქარ­ბუ­ქი, გზებ­ზე ლი­პყი­ნუ­ლი, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა, ელექტრო­გა­დამ­ცემ სა­დე­ნებ­ზე შე­მოყი­ნუ­ლო­ბა, ზღვა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი, 6 ბა­ლამ­დე შტორ­მი. 6 თე­ბერ­ვალს იქ­რო­ლებს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქარი.

"დიდ­თოვ­ლო­ბის, ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის, ქარ­ბუ­ქის, ლი­პყი­ნუ­ლის და ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის გამო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.