ტრამპისტი რესპუბლიკელი სენატორების ცინიზმის ზენიტი-ისრაელს უკრაინაზე მეტად უჭირს და მხოლოდ მას დავეხმარებითო... - კვირის პალიტრა

ტრამპისტი რესპუბლიკელი სენატორების ცინიზმის ზენიტი-ისრაელს უკრაინაზე მეტად უჭირს და მხოლოდ მას დავეხმარებითო...

რონალდ რეიგანი,აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი საფლავში გადაბრუნდებოდა, რომ მოესმინა, ის რასაც თანაპარტიელი რესპუბლიკელი სენატორები დღეს სჩადიან...1981-89 წლებში რონალდ რეიგანი ორი ვადით იკავებდა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს და მსოფლიოში ისტორია შიშევიდა,როგორც საბჭოთა იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დამანგრეველი და შესაბამისად, პირველი „ცივი ომის“დამამთავრებელიც, მაგრამ დღეს რასაც აკეთებენ აშშ-ის 45-ეპრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდაჭერი ამერიკელისენატორები,იმავე რესპუბლიკური პარტიიდან,უბრალოდ არჯდება ლოგიკაში-თუკი რეიგანისთვის კრემლი „ბოროტების იმპერიის“ სათავე გახლდათ, ტრამპისთვის იგივე კრემლი დამისი მთავარი ბინადარი პუტინი...თანამშრომშრომლობისა და თვით მეგობრობისთვისაც კი მისაღებია...„6 დეკემბრის საღამოს ათობით მილიონი ადამიანი გულისფანცქალით ელოდა, რადგან ვაშინგტონში, შესაძლოა,წყდებოდა მსოფლიოს უახლოესი მომავლის ბედი...მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის,ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.

foto-1707047296.jpg
თუკი ამ ცნობილ ისტორიულ დარბაზში ამერიკელმა სენატორებმა რამდენიმე დღეში კვლავ ჩააგდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიცემა და ის მხოლოდ ისრაელს გამოუყვეს...აშშ-ები მსოფლიოს დონეზე შეირცხვენს თავს, როგორც მოკავშირის შუა ომშიმი მტოვებელი...ისე, ამ დარბაზში ზუსტად 20 წლის წინ,2004 წლის იანვარში მეც მომიწია ჯდომა აშშ-ის პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე და აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩი იმ ხშირი ტაშითა და ფეხზე წამოხტომებით, რასაც რესპუბლიკელი სენატორები მაშინდელ თანაპარტიელ ჯორჯ-უმცროსს ბუშს უმართავდნენ...ეს ყველაფერი რაღაცით ძალზე წააგავდა მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ყრილობებზე ბრეჟნევისთვის მოწყობილ გაუთავებელ ოვაციებს...

კანონპროექტმა სენატში გამართული პროცედურული კენჭისყრის დროს წინსვლისთვის საკმარისი ხმები ვერმიიღო.დოკუმენტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, აქედან 61 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად იყო განკუთვნილი.კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 100 სენატორიდან 60 სენატორის ხმა, თუმცა კანონპროექტს მხარი მხოლოდ 51-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა და - დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა. არადა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა,როგორც დემოკრატებიდან, ისე - რესპუბლიკელებიდან, მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ისევე, როგორც ისრაელისა და ტაივანისთვის გვერდში დგომას - მაშინ რატომ დაიბლოკა ეს 106 მლრდ-დოლარიანი კანონპროექტი, რომლის ჩავარდნამაც ამ სამეულიდან ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში შეიძლება სწორედ უკრაინა აღმოაჩინოს?“- ამას ჩემს ბლოგში გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ვწერდი......ეხლა კი 2024 წლის 4 თებერვალს ანუ ორი თვის შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის (აშშ-ებისკონგრესი ორი პალატისაგან შედგება, „ქვედა“-წარმომადგენელთა და „ზედა“-სენატისგან) სპიკერი მაიკჯონსონი აცხადებს, რომ მომავალ კვირაში კენჭს უყრიან ბაიდენის 106 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარებიდან მხოლოდ 17,6 მლრდ დოლარის გადაცემასისრაელისთვის,რადგან თურმე „დრო არ არის მთელიპაკეტის განსახილველად“ და „ისრაელს უკრაინაზე მეტადუჭირს და შესაბამისად ჯერ მას სჭირდება დახმარებაო“...ეს არის ორმაგი სტანდარტებისა და ცინიზმის ნამდვილი ზენიტი:პირველი ტყუილი-რესპუბლიკელები წარმომადგენელთაპალატაშიც და სენატშიც გასული წლის ნოემბრიდან სპეციალურად ბლოკავენ 106 მლრდ-იანი სამხედრო დახმარების კანონპროექტს, შესაბამისად მათ თავზე საყრელად ჰქონდათ დრო მის დეტალურად განსახილველად. მეორე ტყუილი-რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან ორთვიანი პოლიტიკური ვაჭრობა აწარმოეს იმის თაობაზე, რომ ამ კანონპოექტით გათვალისწინებულ უკრაინისთვის 61 მლრდ დოლარის დახმარებას მხოლოდ მაშინ დასთანხმდებოდნენ, თუკი თეთრი სახლი გაამკაცრებდა მიგრანტებზე კონტროლს და მექსიკის საზღვართან გააგრძელებდა სასაზღვრო ღობის შენებას-დიდი ვაჭრობის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია გარკვეულ დათმობაზე წავიდა და თითქოს რესპუბლიკელი სენატორებიც კმაყოფილნი უნდა დარჩენილიყვნენ...მესამე ტყუილი-აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის განცხადება, რომ თურმე დღეს ისრაელს უფრო უჭირს, ვიდრე უკრაინას, არის არამარტო დიდი ცინიზმი, არამედ ლობიზმის გამოვლინებისსაუკეთესო მაგალითი,თუ რამხელა გავლენა აქვს ებრაულ ლობს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოზე...მაგრამ, ლობიზმის გარდა ამ ურთულეს სიტუაციაში ერევა დიდი პოლიტიკაც-რამდენიმე თვეში აშშ-ებში ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ და ძალზე დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებში როგორც ჩანს ისევ დემოკრატი ბაიდენი და რესპუბლიკელი ტრამპი დაუპირისპირდებიან, როგორც ეს ოთხი წლის წინ მოხდა. ტრამპი კი თავისი მომხრე რესპუბლიკელი სენატორებისგან ეტყობა დაჟინებით მოითხოვს, რომ ყველა ხერხის გამოყენებით ჩააგდონ და არ დაუშვან ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის განსაზღვრული 61მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გაგზავნა, თუმცა ისრაელის ინტერესები რომ დაზარალდეს (ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პერიოდშიგამოირჩეოდა განსაკუთრებული პროისრაელური მოქმედებებით), ურჩევს მომხრე კანონმდებლებს, რომ ისრაელისთვის განკუთვნილი 17,6 მლრდ-ინი სამხედრო დახმარების საკითხი ცალკე გამოიყოს და ისე იქნეს მოწონებული. ყველაფერ ამას...აშშ-ების მხრიდან უკრაინის შუა ომში მიტოვების არაჯანსაღი სუნი ასდის-მეორე თვეა უკრაინის დამცველები აღარ ღებულობენ ამერიკულ საარტილერიო ჭურვებს და ფრონტის ხაზს ბოლო ძალებით ამაგრებენ რუსი ოკუპანტების მუდმივი შეტევებისგან, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება...

foto2-1707048086.png
აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონლდ ტრამპი არც არასოდეს მალავდა თავის ღია ლტოლვას საპირისპირო სქესის მიმართ, მაგრამ თუკი პუტინს მართლაც გააჩნია მოსკოვის სასტუმროს ოთახში ტრამპისთვის მოწყობილი „ოქროს წვიმის“ ფარული მაკომპრომიტებელი ვიდეოკადრები, მაშინ...ვაი ამერიკა და ვუი მსოფლიო...

გინდა თუ არა ძალაუნებურად იბადება დიდი ეჭვი, რომ აშშ-ს ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი,რომელიც კვლავ აპირებს თეთრ სახლში შესვლას, თავად და თავის მომხრე ამერიკელი პოლიტიკოსების ხელით პირდაპირ პუტინის სურვილს ასრულებს-უკრაინის ამერიკული იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე დატოვება ყველაზე მეტად ხომ სწორედ იმკ რემლში სურთ, სადაც ორი წლის წინ ბლიცკრიგით გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულნი...ორი ასეთი პოლუსი აშშ-ის პოლიტიკაში-ერთი მხრივ რესპუბლიკელი პრეზიდენტი როლანდ რეიგანი,რომელმაც ავღანეთში შეჭრის გამო საბჭოთა კავშირი „ბოროტების იმპერიად“ გამოაცხადა და ყველაფერი გააკეთა მის დასაშლელად და ასევე რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც „ბოროტების იმპერიის“ შვილის-რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, პუტინის სტრატეგიულ ინტერესებს ეხმარება, თავად ამერიკელი ამომრჩევლისთვის უნდა გახდეს გასარჩევი და დასაფიქრებელი...ისე კი, ძალაუნებურად შეიძლება დაიჯერო ის კონსპიროლოგიური ისტორია, რომლის თანახმადაც ტრამპი, მისი „ცანცარობის“ გამო პუტინს მართლაც გამოჭერილი ჰყავს და აშანტაჟებს-ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში, ტრამპის პრეზიდენტის პოსტზე ინაუგურაციის წინ, ამერიკულ მასმედიაში გავრცელდა 35 ფურცლიანი მოკვლევა, შესრულებული ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მიერ, რომელშიც ის ამტკიცებდა,რომ 2013წელს ტრამპი ბიზნესმენის რანგში იმყოფებოდა მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმრო ოთახში მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნებთან ერთად და დაკავებული იყო „გარყვნილი სექსუალური ქმედებებით“, რაც ოთახში „ეფ-ეს-ბეს“ მიერ დამონტაჟებულმა არაერთმა ფარულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა და პუტინს აშშ-ის მომავალ პრეზიდენტზე ტრამპზე შანტაჟის საუკეთესო საშუალება მისცა...