"ჩემი აზრით, "შუშანიკის წამება" უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე? - კვირის პალიტრა

"ჩემი აზრით, "შუშანიკის წამება" უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან..." - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით, "შუშანიკის წამება" უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე - ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა" - ამის შესახებ "ბიბლუსის" შემოქმედებით დირექტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "შუშანიკის წამების" ლიტერატურული სტილი არის მაღალი.

"თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით, პროზა, უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციის და დისკუსიის შესაძლებლობას - მანდაც შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში.

ცხადია, შესწავლის ასაკი და სწავლების ფორმა გაუგებარი და შესაცვლელია. გაუგებარია ზეპირობის ვალდებულებაც, მით უფრო, ამის ნიშნებში ასახვა - მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში.

ლიტერატურისთვის და მისი ისტორიისთვისაც ეს ნაწარმოები ხაზგასმით მნიშვნელოვანი მგონია" - წერს კეკელიძე.