დონალდ ტრამპი "რესპუბლიკელებს" მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, მხარი არ დაუჭირონ - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპი "რესპუბლიკელებს" მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, მხარი არ დაუჭირონ

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, რომ საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც შეიცავს, არ მიიღონ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

„მხოლოდ სულელი ან რადიკალური მემარცხენე დემოკრატი თუ მისცემდა ხმას საზღვრის შესახებ ამ საშინელ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი დემოკრატებისთვის მშვენიერი საჩუქარია და რესპუბლიკური პარტიისთვის სიკვდილის სურვილია… ნუ იქნებით სულელები!!! ჩვენ ცალკე სასაზღვრო და ცალკე საიმიგრაციო კანონპროექტი გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

4 თებერვალს, აშშ-ის სენატმა საზღვრის უსაფრთხოების შესახებ 118 მილიარდი დოლარის მოცულობის ორპარტიული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც შეიცავს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატში წარდგენილ კანონპროექტს კენჭისყრაზე არ გაიტანს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი სენატში წარდგენილი კანონპროექტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება მოითხოვა.

"ინტერპრესნიუსი"