"სა­მა­გა­ლი­თო იყო მისი სიყ­ვა­რუ­ლი ქვეყ­ნი­სად­მი" - ვინ იყო პოლიციელი, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა? - კვირის პალიტრა

"სა­მა­გა­ლი­თო იყო მისი სიყ­ვა­რუ­ლი ქვეყ­ნი­სად­მი" - ვინ იყო პოლიციელი, რომელიც მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა?

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აჭა­რა­ში, მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად, შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­ღუ­პა. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ბა­რა­მი­ძე ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წო­ნი­ა­რის­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

"ამა­ვე რე­გი­ონ­ში, ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თხილ­ვა­ნა­ში, ჩა­მოწ­ვა ზვა­ვი და მო­ი­ყო­ლა ორი ადა­მი­ა­ნი, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა ერთი ადა­მი­ა­ნი, მე­ო­რე კი უსაფრ­თხო ად­გი­ლას არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

სტი­ქი­ის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სტი­ქი­აა ასე­ვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, მათ შო­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი", - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თე­მურ ბა­რა­მი­ძის შე­სა­ხებ აჭა­რე­ლი დე­პუ­ტა­ტი რე­სან კონ­ცე­ლი­ძე პოსტს ავ­რცე­ლებს:

"თე­მუ­რი იყო უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი, კე­თილ­შო­ბი­ლი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი. სა­მა­გა­ლი­თო იყო მისი სიყ­ვა­რუ­ლი ქვეყ­ნი­სად­მი. თე­მუ­რი უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და კო­ლე­გებს" - წერს დე­პუ­ტა­ტი.