"ამ ფუ­ლით შვილს რო­გორ აჭ­მევ. ადრე ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვა ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი იყო" - მამა შალ­ვა კე­კე­ლია პა­რას­კევს, 11 სა­ათ­ზე კლუბ “ბა­სი­ან­თან” პა­რაკ­ლისს ჩა­ა­ტა­რებს - კვირის პალიტრა

"ამ ფუ­ლით შვილს რო­გორ აჭ­მევ. ადრე ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვა ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი იყო" - მამა შალ­ვა კე­კე­ლია პა­რას­კევს, 11 სა­ათ­ზე კლუბ “ბა­სი­ან­თან” პა­რაკ­ლისს ჩა­ა­ტა­რებს

მამა შალ­ვა კე­კე­ლია პა­რას­კევს, 11 სა­ათ­ზე კლუბ “ბა­სი­ან­თან” პა­რაკ­ლისს ჩა­ა­ტა­რებს. ამის შე­სა­ხებ მან საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"19 წლის ულა­მა­ზე­სი გოგო და­ი­ღუ­პა კლუბ­ში და ეს კლუ­ბი დღე­საც მუ­შა­ობს და ამ კლუბ­ში ყო­ველ­დღე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ეს არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ყვე­ლას აქე­დან სარ­გე­ბე­ლი აქვს. დიდი ფული ტრი­ა­ლებს იქ. თა­ო­ბებს კლა­ვენ. არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას ამა­ზე გა­და­ცე­მა არ გა­უ­კე­თე­ბია, არა­ვინ იძი­ებს ვი­სია ეს კლუ­ბი. უნდა მივ­ცეთ ამ­დე­ნის უფ­ლე­ბა? ნუთუ ჩვე­ნი სა­ო­ცა­რი ახალ­გაზ­რდო­ბა არ უნდა გა­მო­ვა­ფხიზ­ლოთ? ზოგ­ჯერ გული მის­კდე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს რომ ვხედ­ვა. ნუთუ ფული ყვე­ლა­ფე­რია?

არა­ვინ არ იძი­ებს ვი­სია ეს კლუ­ბი, ვი­საც ეს კლუ­ბი ეკუთ­ვნის რო­გო­რი მდი­და­რია, ამა­ზე არა­ვინ არ აკე­თებს გა­და­ცე­მებს, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე აკე­თე­ბენ. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, ნუთუ ჩვენ ასე უნდა ვი­ყოთ, უნდა მივ­ცეთ უფ­ლე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სიკ­ვდი­ლის. ნუთუ ეს სა­ო­ცა­რი ახალ­გაზ­რდო­ბა არ უნდა გა­მო­ვა­ფხიზ­ლოთ? ნუთუ ფულ­ში უნდა გა­იც­ვა­ლოს ეს ქვე­ყა­ნა, ფული ყვე­ლა­ფე­რია? მინ­და იმ კაცს ვკი­თხო ვინც ამ კლუ­ბის წილ­შია, შენ შვი­ლი არ გყავს? - ამ ფუ­ლით შვილს რო­გორ აჭ­მევ. ადრე ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვა ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი იყო, არა­ვინ არ მე­გობ­რობ­და ბა­რი­გას­თან. ნარ­კო­მან­თან კი არ ჰქონ­და ხალ­ხს ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ნარ­კო­ტი­კის გამ­ყიდ­ველ­თან. ბა­რი­გას რომ იტყოდ­ნენ კაც­ზე, მას­თან არა­ვინ მე­გობ­რობ­და.