"ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან... მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული" - რას ამბობს გიორგი უშიკიშვილი მასზე გავრცელებულ "ფეიქსა" და სამთავრობო კონცერტებზე - კვირის პალიტრა

"ხალხი მლანძღავს, რის გამო, თავადაც არ იციან... მგონია, რომ ეს სპეციალურად არის გაკეთებული" - რას ამბობს გიორგი უშიკიშვილი მასზე გავრცელებულ "ფეიქსა" და სამთავრობო კონცერტებზე

მომ­ღე­არ­ლი გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ერთ-ერთი მე­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ სი­ტყვე­ბი, რომ თით­ქოს სად­მე თქვა, "სულ არ მე­ხა­ლი­სე­ბა "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბის" კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა, მაგ­რამ გულს რომ ემ­ღე­რე­ბა, რა ვქნა? გულს ვერ უბ­რძა­ნებ..." - მას არ ეკუთ­ვნის და ტყუ­ი­ლია.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის ქვეშ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­წე­რა მისი მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რი, რე­ა­ლუ­რად კი ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ის არ­ცერთ კონ­ცერ­ტზე მიწ­ვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა

imagetools0-69614-1707249661.jpg

გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი:

- ეს ადა­მი­ა­ნი თუ არ ვცდე­ბი, ჟურ­ნა­ლი­სი­ტია, ვინც ეს და­წე­რა. ზო­გა­დად ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რია რო­დე­საც ადა­მი­ან­ზე რა­ღა­ცას მო­ი­გო­ნე­ბენ, სტა­ტუ­სად და­წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და შემ­დეგ ეს ეს მი­აქვთ სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებს და ხალ­ხს ალან­ძღი­ნე­ბენ. მგო­ნია, რომ ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლი ვის­ზეც ეს "ფე­ი­ქი" კეთ­დე­ბა, უნ­დათ დათ­რგუ­ნონ იმ ლან­ძღვა-გი­ნე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ ამ სტა­ტუ­სე­ბის ქვე­ვით ხდე­ბა. ისე­თი რა­ღაც და­წე­რა ჩემ­ზე ამ ადა­მი­ან­მა, რომ მეც კი ვერ გა­ვი­გე ში­ნა­არ­სი და მი­თუ­მე­ტეს სხვამ რო­გორ უნდა გა­ი­გოს.

- რო­მელ კონ­ცერ­ტზეა სა­უ­ბა­რი, ოც­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის მიერ და­გეგ­მილ რო­მე­ლი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­სულ­ხართ?

- არა, არც არა­ვის მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ, სად გა­მოვ­სულ­ვარ. ეს არის შე­თხზუ­ლი ამ­ბა­ვი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის და­შან­ტა­ჟე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, დათ­რგუნ­ვა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი ტენ­დენ­ცია, მარ­თა­ლია, მე მი­ვეჩ­ვიე მსგავს შე­მო­ტე­ვებს და სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბას, მაგ­რამ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს, ინერ­ვი­უ­ლონ, გა­ნი­ცა­დონ. ეს საკ­მა­ოდ სა­ში­ში რა­მეა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კა მო­ი­თხოვს მა­ღალ სტან­დარ­ტებს და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, უნდა თქვა ის რაც არის და არ უნდა მო­ი­გო­ნო ის რაც არ არ­სე­ბობს, ამით გული არ უნდა ატ­კი­ნო სხვა ადა­მი­ანს.

იცით, რა­შია საქ­მე, ჟურ­ნა­ლის­ტის ფუნ­ქცია ხომ ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებს და­ეხ­მა­როს, რა უჭირს, რა ულ­ხინს, ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ტა­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე, მაგ­რამ ესე­ნი ხომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ არი­ან, ესე­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ სხვე­ბი ანერ­ვი­უ­ლონ და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნონ. ამ ადა­მი­ა­ნის გვერ­დზე, სა­დაც ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, ხალ­ხი მლან­ძღავს, რის გამო, თა­ვა­დაც არ იცი­ან.

- გი­ორ­გი, წელს სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე არა­ვის მი­უწ­ვე­ვი­ხართ?

- არა, არა­სო­დეს, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­ცერ­თხელ არ­სად არ ვყო­ფილ­ვარ მიწ­ვე­უ­ლი.

- არ გი­კი­თხავთ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის რა­ტომ ხდე­ბა ასე. ხომ იც­ნობთ ერ­თმა­ნეთს მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში, ისევ არ­სე­ბობს შავი სი­ე­ბი?

- სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ­სე­ბობ­და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, ზოგი მე­ტად აკე­თებ­და, ზო­გიც ნაკ­ლე­ბად, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ისე­დაც ცო­ტა­ნი ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინც მარ­თლა რა­ღა­ცას კარ­გად აკე­თებს, სა­კუ­თარ თავ­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი, რად­გან ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ შავ სი­ა­შია, რო­მე­ლიც მარ­თლა ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს აკე­თებს. იხილეთ სრულად