"ძალიან ვწუხვარ. გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი" - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში
გარდაიცვალა ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. სამწუხარო ამბის შესახებ გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
"გარდაიცვალა Merab Vekua - ჩემი მეგობარი და ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. ძალიან ვწუხვარ.
ეს მისი ბოლო ფოტოა. თანამშრომლებს რომ დავემშვიდობე, ის დღეა - უკვე ცუდად იყო, მაგრამ მაინც მოვიდა. საოცარი იუმორი და ინტერპრეტაციის უნარი ჰქონდა ბატონ მერაბს" - წერს გიორგი კეკელიძე.