(განახლებული) ტრაგედია ბაღდათში: საქართველოს სტიქია უტევს - დაღუპულია 4 ადამიანი, 5 მოქალაქეს ეძებენ, მიწის ქვეშ 4 სახლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

(განახლებული) ტრაგედია ბაღდათში: საქართველოს სტიქია უტევს - დაღუპულია 4 ადამიანი, 5 მოქალაქეს ეძებენ, მიწის ქვეშ 4 სახლი მოჰყვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 4 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

მიმდინარეობს 5 პირის საძიებო სამუშაოები.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მანამდე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ - აცხადებს შალამბერიძე.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი.

"ერთი სახ­ლი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, მო­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან მამა და სამი შვი­ლი და მე­ო­რე სახ­ლში სამი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი - ჩემი მაზ­ლიშ­ვი­ლი, რძა­ლი და დე­დამ­თი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლია" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

"წვი­მე­ბის დროს სულ ასე­თი პრობ­ლე­მა იყო, სახ­ლე­ბი საფრ­თხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივ­დი­ო­დი ხოლ­მე და სახ­ლს ვტო­ვებ­დი. ეს პრობ­ლე­მა, წლე­ბია არ­სე­ბობს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.