ბაღდათში მაშველებმა ახალგაზრდა გოგოს და კიდევ ორი ქალის ცხედარი იპოვეს - "როგორც ვიცით, დედა-შვილი არიან..." - კვირის პალიტრა

ბაღდათში მაშველებმა ახალგაზრდა გოგოს და კიდევ ორი ქალის ცხედარი იპოვეს - "როგორც ვიცით, დედა-შვილი არიან..."

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გეთ­ში სტი­ქი­ის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი დი­ლას მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, დედა-შვი­ლი არი­ან. ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს.

"რო­გორც ვი­ცით ნა­პოვ­ნია ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა დე­დას­თან ერ­თად და კი­დევ ერთი მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი' - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ამ დრო­ის­თვის ეძე­ბენ კიდე 6 ადა­მი­ანს, მათ შო­რის სამი არას­რულ­წლო­ვა­ნია. ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ სახ­ლში მამა და სამი შვი­ლია მო­ყო­ლი­ლი.

"ერთი სახ­ლი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, მო­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან მამა და სამი შვი­ლი და მე­ო­რე სახ­ლში სამი ადა­მი­ა­ნია მო­ყო­ლი­ლი - ჩემი მაზ­ლიშ­ვი­ლი, რძა­ლი და დე­დამ­თი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ სა­მი­ვე გარ­დაც­ვლი­ლია" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რი­სას.

"წვი­მე­ბის დროს სულ ასე­თი პრობ­ლე­მა იყო, სახ­ლე­ბი საფრ­თხის ქვეშ იყო. ასეთ დროს მივ­დი­ო­დი ხოლ­მე და სახ­ლს ვტო­ვებ­დი. ეს პრობ­ლე­მა, წლე­ბია არ­სე­ბობს" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

იხილეთ - დაკარგულებს შორის არიან არასრულწლოვნები, ერთი მოქალაქე მაშველებმა სამშვიდობოს გამოიყვანეს - რა ხდება ბაღდათში