"ივანიშვილს დაადო ხელი პირდაპირ" - ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს დაადო ხელი პირდაპირ" - ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის ანგარიშზე

ძალიან ბევრი სწორი გზავნილი იყო - დაიწყო იმის დასახელება ვინ არის იმ პრობლემებზე პასუხისმგებელი, რომლებიც ქვეყანაშია. ივანიშვილს დაადო ხელი პირდაპირ, - ასე შეაფასა პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენისას გაკეთებული განცხადება.

მისივე განცხადებით, თუ პრეზიდენტს სურვილი ექნება, შეხვდება და დაელაპარაკება.

„რაც მოვისმინე, შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან ბევრი სწორი გზავნილი იყო. მათ შორის ის, რომ დაიწყო იმის დასახელება ვინ არის იმ პრობლემებზე პასუხისმგებელი, რომლებიც ქვეყანაშია. ივანიშვილს დაადო ხელი პირდაპირ და ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყანა უკან, რუსეთისკენ და საბჭოთა წარსულისკენ მიდის. ამას არ აკეთებდა. ჩემი მთავარი პრეტენზია მასთან მიმართებით ეს იყო, თავი რომ დავანებოთ წარსულს. რაც შეეხება ინიციატივას, არ ვიცი მისი შინაარსი რა არის. თავისთავად, შეკრებაზე და საუბარზე არანაირი პრობლემა არა მაქვს. თუ სურვილი ექნება შევხვდები, დაველაპარაკები. ვეცდები, რომ მეტი გავიგო - რა და როგორ წარმოუდგენია და მერე გეტყვით, გამოვა რამე თუ არა. ბევრ რამეზე მაქვს სასაუბრო. ემიგრანტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომ [არჩევნებში] მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეს იქნება. არის კონკრეტული რაღაცები, რაშიც შეიძლება, რომ დაეხმაროს ემიგრანტებს, რომ მათ მარტივად მიეცეთ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"