"მი­ზე­ზად ქარ­თუ­ლი LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სიმ­რავ­ლე და­სა­ხელ­და" - "მასტერის" თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა: რას წერს რეპერი? - კვირის პალიტრა

"მი­ზე­ზად ქარ­თუ­ლი LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სიმ­რავ­ლე და­სა­ხელ­და" - "მასტერის" თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა: რას წერს რეპერი?

რე­პე­რი მას­ტე­რი, იგი­ვე გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მომ­ღერ­ალ ქეთი მე­ლუ­ას ლე­იბლმა და თა­ვად მომ­ღე­რალ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­უქ­მდეს მათი დუ­ე­ტის ლი­ცენ­ზია - სიმღერა ყვე­ლა არ­ხი­დან წაიშალოს.

რო­გორც რე­პე­რი წერს, ქეთი მე­ლუ­ამ სიმ­ღე­რის წაშ­ლის მო­თხოვ­ნის მი­ზე­ზად "ქარ­თუ­ლი LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სიმ­რავ­ლე" და­ა­სა­ხე­ლა. მას­ტე­რის თქმით, LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, ნანი ბრეგ­ვა­ძის „დრაგ ბოლ­ზე“ მიწ­ვე­ვის შემ­დეგ, მის მიერ გა­მო­ხა­ტულ პრო­ტესტს მოჰ­ყვა.

"ქეთი მე­ლუ­ას ლე­იბლმა და თა­ვად მომ­ღე­რალ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ა­უქ­მოს ჩვე­ნი დუ­ე­ტის ლი­ცენ­ზია, ანუ მო­ი­თხო­ვეს სიმ­ღე­რის აღე­ბა. მი­ზე­ზად კი და­სა­ხელ­და ქარ­თუ­ლი LGBT ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის სიმ­რავ­ლე. წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არსზე დრო­ის და­კარ­გვა ალ­ბათ, არ ღირს.

ყუ­რადსა­ღე­ბია, რომ ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტე ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ნანი ბრეგ­ვა­ძის "დრაგ ბოლ­ზე" მიწ­ვე­ვას. ნა­ნიმ ივენთზე აღარ იმ­ღე­რა და ახლა, ალ­ბათ, მათი მხრი­დან "რე­ვან­შის" დრო იყო. ვფიქ­რობ, სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ამ კონ­კრე­ტულ სიმ­ღე­რას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა ამ თე­მას­თან და მას­ზე და­ი­ხარ­ჯა უდი­დე­სი დრო და ენერ­გია, არ იფიქ­როთ ვწუ­წუ­ნებ­დე ამ თე­მა­ზე, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა ჩემი სიმ­ღე­რა ჩემ­თვის ძვირ­ფა­სია, მი­თუ­მე­ტეს, როცა მსმე­ნე­ლი მას ასე იყ­ვა­რებს...

ეგ არა­ფე­რი, აქამ­დე არ შე­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ არა­ფერს ამ გზა­ზე და არც ეს იქ­ნე­ბა ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც აზრს შე­მაც­ვლე­ვი­ნებს. ყვე­ლამ იცით რომ, მე არ ვდგა­ვარ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გენს. მე ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი პრო­პა­გან­დი­სა და იმ ორ­გა­ნი­ზე­ბის, რომ­ლე­ბიც, არა­თუ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე ფიქ­რო­ბენ, არა­მედ ფი­ნანსდე­ბი­ან მხო­ლოდ იმ მიზ­ნით რომ მეტ ადა­მი­ან­ში გა­მო­იწ­ვი­ონ და­პი­რის­პი­რე­ბა, ზი­ზღი, მო­ახ­დი­ნონ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და და­უ­წე­რე­ლი წე­სე­ბის შეც­ვლა, ყვე­ლა­ფე­რი და­იყ­ვა­ნონ პრი­მი­ტი­ულ დო­ნემ­დე და ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მო­ა­ჩი­ნონ მათი სტან­დარ­ტე­ბით, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი ბნე­ლი და აგ­რე­სო­რია, ხოლო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ერ­თნაისქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის მომ­ხრეა - თა­ნა­მედ­რო­ვე და ნა­თელ მხა­რეს მდგო­მი.

ვიცი, ბევ­რს "კე­თილ­მო­სურ­ნეს" გა­უ­ხარ­დე­ბა ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, კი­დევ უფრო ბევ­რნი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მა­საც ვგრძნობ და მათ და­ღა­ლა­ტე­ბას არ ვა­პი­რებ არც ერთი სიმ­ღე­რის ფა­სად!!! მად­ლო­ბა და მიყ­ვარ­ხართ“ - წერს მას­ტე­რი.

მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი: