"ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ" - ცნობილი ხდება ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლისას დაღუპული 20 წლის გოგონას ვინაობა - კვირის პალიტრა

"ჩემო ნიაკო, რამდენი წარმატება გელოდა წინ" - ცნობილი ხდება ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლისას დაღუპული 20 წლის გოგონას ვინაობა

წუ­ხელ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ოთხი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა მი­წის მა­სი­დან 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, 5 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი დი­ლას მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს 20 წლის ნია რო­ბა­ქი­ძე და მისი დედა არი­ან. ოჯა­ხი­დან ცო­ცხა­ლი მამა გა­დარ­ჩა. ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"რო­გორც ვერ გა­მო­ი­ძებ­ნა ამ სამ­ყა­რო­ში ად­გი­ლი შე­ნის­თა­ნა ნი­ჭი­ე­რი, კე­თილ­შო­ბი­ლი და ფე­რა­დი ადა­მი­ა­ნის­თვის რო­გორ მე­ნა­ნე­ბი, ჩემო ნი­ა­კო რამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბა გე­ლო­დე­ბო­და წინ, კი­დევ სტი­პენ­დი­ე­ბი, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი… ჩემო გა­მორ­ჩე­უ­ლო და უსა­ზღვროდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო, გემ­შვი­დო­ბე­ბი და ზე­ცა­ში რომ შევ­ხვდე­ბით, მან­დაც დამ­ხვდი შენი ჩვე­უ­ლი ღი­მი­ლით 19ში რო­გორ ჩა­ვა­ტა­რო ლექ­ცია უშე­ნოდ??" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი. gaagrZeleT kiTxva