ხაშურის დატბორილ ქუჩებში მოსახლეობა გასაბერი ნავით გადაადგილდება - რა ვითარებაა ქალაქში?
უხვმა ნალექმა ხაშურში პრობლემები შექმნა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები.
ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე; მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური და ა(ა)იპ ორგანიზაცია. რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა - უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანდა სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები, გარკვეულ უბნებზე შეფერხდა გაზმომარაგებაც. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ადგილას წაიქცა ხეები. ადიდებულმა წყალმა დატბორა გზები, მოსახლეობის ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ზოგიერთ ადგილას წყალმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია.
მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა სამუშაოები დატბორვისგან გამოწვეული პრობლემების ლიკვიდაციის მიზნით, თუმცა განუწყვეტელი ნალექი სამუშაოების მიმდინარეობას ხელს უშლიდა.
"დედა, რაღა ვქნათ" - ამ წუთებში ხაშურიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება