აჭარაში ზვავი ჩამოწვა - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში? (ფოტო/ვიდეო) - კვირის პალიტრა

აჭარაში ზვავი ჩამოწვა - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში? (ფოტო/ვიდეო)

აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოში ზვავი ჩამოწვა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ზვავმა მოგლიჯა ხეები. ასევე განვითარდა მეწყრული პროცესები. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მთიდან ჩამოსულმა თოვლისა და მიწის მასა საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე ჩამოვიდა.