სტიქიის ზონაში მეხუთე გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ამ დროისთვის ბაღდათში - კვირის პალიტრა

სტიქიის ზონაში მეხუთე გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ამ დროისთვის ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

მეწყერიდან მეხუთე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

"ინტერპრესნიუსი"