"რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა შენი ღი­მი­ლის და ხუმ­რო­ბე­ბის გა­რე­შე" - რა ჰყვებიან ოჯახზე, რომლის სამი წევრი მეწყერს ემსხვერპლა და მხოლოდ მამა გადარჩა - კვირის პალიტრა

"რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა შენი ღი­მი­ლის და ხუმ­რო­ბე­ბის გა­რე­შე" - რა ჰყვებიან ოჯახზე, რომლის სამი წევრი მეწყერს ემსხვერპლა და მხოლოდ მამა გადარჩა

წუ­ხელ ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში. ჩა­მო­წო­ლილ­მა მე­წყერ­მა ოთხი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა მი­წის მა­სი­დან 4 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს, 5 ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის, რო­მელ­თა ცხედ­რე­ბი დი­ლას მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, 20 წლის ნია რო­ბა­ქი­ძე, ასე­ვე ნიას დედა მაია ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი და ბე­ბია არი­ან. ოჯა­ხი­დან ცო­ცხა­ლი მამა გა­დარ­ჩა. ის ამ დრო­ის­თვის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი."ნია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი იყო. აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და. ისე­თი კე­თი­ლი და მზრუნ­ვე­ლი იყო. დე­დასთან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ნა­ხეს გარ­დაც­ვლი­ლი. მხო­ლოდ მამა გა­დარ­ჩა ოჯა­ხი­დან ცო­ცხა­ლი, ბაღ­და­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია ახლა, რო­გორც ვიცი. მას­ზე წარ­სულ­ში სა­უ­ბა­რი გვი­ჭირს", - გვიყ­ვე­ბი­ან გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი.

ნია რო­ბა­ქი­ძე­ზე მისი მე­გო­ბა­რი წერს:

"შენ ხარ უსაყ­ვარ­ლე­სი, კე­თი­ლი და უნაკ­ლო ან­გე­ლო­ზი, რო­მელ­მაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვა­ლი ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბა შექ­მნა. ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ერ­თად გა­დავ­დგით, სტი­პენ­დია, კონ­ფე­რენ­ცია, შენს გარ­და სხვა მე­წყვი­ლე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. მთე­ლი თვე მე მამ­შვი­დებ­დი, ჩემს ტკი­ვილს იზი­ა­რებ­დი და იმედს მაძ­ლევ­დი და ახლა შენ მტო­ვებ, შენ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი ჩემი სული და გუ­ლის ნა­წი­ლი, სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი და­ი­კო, რამ­დენ გეგ­მებს ვა­წყობ­დით ერ­თად, არ ვიცი რო­გორ გა­ვაგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა შენი ღი­მი­ლის და ხუმ­რო­ბე­ბის გა­რე­შე, შენი მხარ­ში დგო­მის გა­რე­შე. ვერ ვსუნ­თქავ, გული მე­კუმ­შე­ბა, არ მინ­და, რომ ეს სი­მარ­თლე იყოს, მიყ­ვარ­ხარ, ჩემო ან­გე­ლო­ზო"

"ჩემო თვა­ლებ­ციმ­ცი­მა გოგო, ჩემო მა­ი­კო, რო­გორ და­მი­ტო­ვეთ ქრის­ტო მარ­ტო! რო­გორ არ შე­ი­ცო­დეთ", - წე­რენ გარ­დაც­ვლილ მაია ჩე­ჩე­ლაშ­ვილ­ზე.

ambebi.ge