ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთ-ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია - კვირის პალიტრა

ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთ-ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია

უბე­დურ შემ­თხვე­ვას ასუ­რეთ­ში სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სა­ჰა­ე­რო ბურ­თი მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცემ ხაზს შე­ე­ჯა­ხა. საფ­რენ აპა­რატ­ში მყო­ფი სა­მი­ვე პირი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისი­ნი ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სტა­დი­ო­ნი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით საც­დელ ფრე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რათა მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ყვე­ლა­ზე დიდ მან­ძილ­ზე გაფ­რე­ნა­ში.

და­ღუ­პულ­თა შო­რის არის "სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი. ასევე ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი:

"სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ვკითხულობთ ტელეკომპანიის განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: ტრაგედიით დასრულებული "რეკორდული ფრენა" - საჰაერო ბურთის ჩამოვარდნას "სქაი თრეველის" დამფუძნებელი ემსხვერპლა: კადრები, რომელიც უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გადაიღეს