"მე განა მეწყერსა ვჩივი, ხალხსა ვტირი დამარხულსა" - რა ლექსი მიუძღვნა ბესიკ ხარანაული ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას? - კვირის პალიტრა

"მე განა მეწყერსა ვჩივი, ხალხსა ვტირი დამარხულსა" - რა ლექსი მიუძღვნა ბესიკ ხარანაული ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას?

უმძიმესია ბაღდათის სოფელ ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგები. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ტრაგედიის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. მწერალმა და პოეტმა ბესიკ ხარანაულმა გუშინ მომხდარ ტრაგედიას ლექსი მიუძღვნა:

"გლოვა"

მე განა მეწყერსა ვჩივი,

ხალხსა ვტირი დამარხულსა,

ქარს და ავდარს კი არ ვჩივი,

ხალხსა ვტირი დაკარგულსა,

ზამთარი რომ დამთავრდება,

რით წარვუდგე გაზაფხულსა,

ყვავილი ვის მოვუწყვიტო,

არვინ ჩაიკონებს გულსა.