"ისეთი ტოტალურად გორსალა სპექტრი გვყავს, ბიძინასთან დამარცხებამდე, საკუთარ დაპირებებთან მარცხდება და უკვე ლუზერად შედის არჩევნებში"
"ევროპული საქართველოს" წევრი და "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ოპო მედიის ჰედლაინებს გადავხედე და ყველა ჰედლაინი მორიგ "გაერთიანებას" ეძღვნება - ამჯერად, პრეზიდენტის ქვეშ.
ისეთი ტოტალურად უტვინო და გორსალა სპექტრი გვყავს, ბიძინასთან დამარცხებამდე, საკუთარ დაპირებებთან მარცხდება და უკვე ლუზერად შედის არჩევნებში.
ანუ ბიძინას დამარცხება კი არა... საკუთარ თავებდან მარცხდებიან.
13 წელია ტვინი გამოგვიჭედეს გაერთიანებით და თვითონვე მარცხდებიან საკუთარ აკვიატებებთან.
ვერ მოხდება ვერანაირი გაერთიანება - ჰა, ჰა პარლამენტში მოსახვედრად "დარასკლადდნენ", მაგრამ ეგეც გართულდება - ბევრი ეგო მონაწილეობს პროცესში.
მართალია, თქვენი იმედი ცოტას აქვს, მაგრამ ვისაც აქვს - იმასაც გაუცრუებთ, იმიტომ, რომ ბანკროტები ხართ და ისეთ მოლოდინებს უჩენთ, წინასწარ რომ იცით - გააცრუებთ.
და რაც მთავარია, არ გრცხვენიათ ამდენჯერ საზოგადოებისთვის იმედის გაცრუება - ასე ხართ გაზრდილები ოჯახებში".
"პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად ვინ წავა, არის ჩვენი პარტიის გადასაწყვეტი.
ანუ ჩვენი პარტია გადაწყვეტს, რომელი სპიკერი შეესაბამება დისკუსიას.
რადგან პარტიის ახალი წევრი ვარ - ცხადია ჩემს თავსაც შესთავაზებს ხოლმე პარტია და რეაქციებზე (როგორიც არ უნდა იყოს) გავერთობით ყველა.
დასთანხმდებიან - შოუა და მაღალი ინტერესით გავერთობი.
არ დასთანხმდებიან - მაინც გავერთობით.
ეს ეხება როგორც "ფორმულას", ისე "მთავარს".
P.S. ჩემი ყოფილი, აწ მოძულებული გარემოცვა ოცნებობდა, რომ "ქოცებს" დავეჭირე - ო'ჰენრის წითელკანიანთა ბელადის დრამად ხედავდნენ.
უბრალოდ, გაექანენ და თვითონ ქნეს ის, რასაც "ქოცებს" უსურვებდნენ".