"საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა, არ შეეშინდა... თავი კოშმარში მგონია" - ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორს მეგობრები ემშვიდობებიან - კვირის პალიტრა

"საუკეთესო მასალა რომ გადაეღო, რისკზე წავიდა, არ შეეშინდა... თავი კოშმარში მგონია" - ტრაგიკულად დაღუპულ ოპერატორს მეგობრები ემშვიდობებიან

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის“ ოპე­რა­ტორს, ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ მიშო ბი­ძი­ნაშ­ვილს მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

ახალ­გაზ­რდა კაცი გუ­შინ, 7 თე­ბერ­ვალს, სო­ფელ ასუ­რე­თის მიმ­დე­ბა­რედ, სა­ჰა­ე­რო ბურ­თის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მიშო ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ულ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და."ვე­რას­დროს და­ვი­ჯე­რებ ამ ამ­ბავს! ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი მი­ში­კო! თავი კოშ­მარ­ში მგო­ნია, შენ სულ იყა­ვი და იქ­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი და მე­გო­ბა­რი, რომ­ლის იმე­დი სულ აქვთ, ყვე­ლა­ფერ­ში, ყო­ველ­თვის.“

"რე­კორ­დი უნდა და­გემ­ყა­რე­ბი­ნათ. რო­გორ მიყ­ვარ­დი და გა­ფა­სებ­დი, მიშო, ეს შენ იცი. მად­ლო­ბა ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბის­თვის".

"სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლა რომ გა­და­ე­ღო, რის­კზე წა­ვი­და, არ შე­ე­შინ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლი გახ­და, მიშო...“ გააგრძელეთ კითხვა

ტრაგედიით დასრულებული "რეკორდული ფრენა"

წაიკითხეთ ასევე: ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთ-ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია