"წა­ვი­და დიდი მა­ესტრო! წა­ვი­და, მაგ­რამ ის აქ არის!" - რას ჰყვებიან ვაჟა აზარაშვილზე კოლეგები - კვირის პალიტრა

"წა­ვი­და დიდი მა­ესტრო! წა­ვი­და, მაგ­რამ ის აქ არის!" - რას ჰყვებიან ვაჟა აზარაშვილზე კოლეგები

"დღე­ე­ბი მი­დი­ან,“ "გზე­ბი, გზე­ბი,“ "პა­ტა­რა გოგო,“ "მზე ჩემი მე­გო­ბა­რია,“ "ისევ წვიმს,“ "სიმ­ღე­რაა მთე­ლი ჩემი ქო­ნე­ბა“, "დი­ნა­მო, დი­ნა­მო“ და სხვა... - ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რე­ბი ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა.

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი 7 თე­ბერ­ვალს, 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ჟან­რობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა: სიმ­ფო­ნი­უ­რი, კა­მე­რულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი, მი­უ­ზიკ­ლი და სა­ესტრა­დო.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი მწუ­ხა­რე­ბას, და­ნა­ნე­ბას და თა­ნაგ­რძნო­ბას გა­მო­ხა­ტავს, რად­გა­ნაც ბა­ტო­ნი ვა­ჟას მუ­სი­კა ყვე­ლას­თვის ახ­ლო­ბე­ლია და თი­თო­ე­უ­ლის გუ­ლამ­დე მი­დის.

მუ­სი­კო­სი, პრო­დი­უ­სე­რი გია ბა­ღაშ­ვი­ლი მა­ესტროს ასე ემ­შვი­დო­ბე­ბა:

"წა­ვი­და დიდი მა­ესტრო! დიდი შე­მოქ­მე­დი და დიდი პი­როვ­ნე­ბა! ქარ­თუ­ლი სა­კომ­პო­ზი­ციო სკო­ლის მშვე­ნე­ბა!.. კე­თილ­შო­ბი­ლი, ღირ­სე­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რე­ბის მოტრფი­ა­ლე, ახალ­გაზ­რდე­ბის გვერ­დში მდგო­მი, თბი­ლი, გუ­ლი­ა­ნი, პრინ­ცი­პუ­ლი და მარ­თა­ლი კაცი!.. იუ­მო­რით და ხა­ლი­სით სავ­სე, სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ნაღ­დი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შემ­ქმნე­ლი, თა­ნაც ისე­თე­ბის, სა­უ­კუ­ნე­ებს რომ შე­მორ­ჩე­ბა და თა­ო­ბე­ბი რომ იმ­ღე­რე­ბენ!.. წა­ვი­და ჩემი ძვირ­ფა­სი პე­და­გო­გი და უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი!.. წა­ვი­და, მაგ­რამ ის აქ არის!.. ნა­თელ­ში იყოს შენი სპე­ტა­კი სული, მა­ესტრო!“

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის წას­ვლით მარ­თლაც ეპო­ქა დამ­თავ­რდა:

"დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის, უდი­დე­სი მე­ლო­დის­ტე­ბის ეპო­ქა დამ­თავ­რდა. მე­ლო­დია ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი სი­ტყვა არ არის. მე­ლო­დი­ა­ში დევს ყვე­ლა­ფე­რი, რაც კარგთან შე­იძ­ლე­ბა ასო­ცირ­დე­ბო­დეს. ეს არის სიბ­რძნე, სი­კე­თე, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ მე­ლო­დი­ურ ნა­წარ­მო­ე­ბებს.

ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ყვე­ლა მე­ლო­დია გამ­სჭვა­ლუ­ლია მარ­თლა უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით თა­ვი­სი ქვეყ­ნის მი­მართ, ადა­მი­ა­ნის მი­მართ, მე­გობ­რის მი­მართ, სამ­ყა­როს მი­მართ. სა­ო­ცა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვს. ჩემ­თვის ახლა ერთი დიდი წერ­ტი­ლი და­ეს­ვა ამ სი­კე­თეს. რაც გულ­და­სა­წყვე­ტია... მისი წას­ვლა ძა­ლი­ან მა­სევ­დი­ა­ნებს.

მარ­თლა თუ ვინ­მე­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სა­ხალ­ხო, ეს არის ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი. ამი­ტომ ყვე­ლა ქარ­თველს ვუ­სამ­ძიმ­რებ ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლას. სამ­წუ­ხა­როდ, აღარ და­ი­წე­რე­ბა ის სა­ო­ცა­რი მე­ლო­დი­ე­ბი, რო­გო­რიც ვაჟა აზა­რაშ­ვილს ჰქონ­და...

ბა­ტონ ვა­ჟას­თან ვმე­გობ­რობ­დი. რამ­დენ­ჯერ­მე ინ­ტერ­ვი­უც კი მომ­ცა და ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­უბ­რე­ბი გვქო­ნია.

მისი პი­როვ­ნე­ბის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად ისიც კმა­რა, თუ რო­გორ ლა­პა­რა­კობ­და თა­ვის კო­ლე­გებ­ზე.

გააგრძელეთ კითხვა