„წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი..." - ალეკო ელისაშვილი პარლამენტის სხდომაზე ჩოხით მივიდა - კვირის პალიტრა

„წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი..." - ალეკო ელისაშვილი პარლამენტის სხდომაზე ჩოხით მივიდა

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ნაციონალური სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ წინა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩაცმულობა დაუწუნა.

„წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი. დავითობაა დღეა და იმედია ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე. ვნახოთ, შეიძლება პაპუაშვილმა ან მასრები დამიწუნოს, ან ქამარი, ან ჩოხის კალთა. ვნახოთ აბა, შარიანი კაცია," - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"