"სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი წიგ­ნის ფურ­ცლებ­ში არ გა­ჩერ­და" - ვინ არის წყვილი, რომლის ფოტომ სოცქსელები დაიპყრო - კვირის პალიტრა

"სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი წიგ­ნის ფურ­ცლებ­ში არ გა­ჩერ­და" - ვინ არის წყვილი, რომლის ფოტომ სოცქსელები დაიპყრო

ბოლო დღე­ე­ბია, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და­ი­პყრო უც­ნო­ბი ულა­მა­ზე­სი ქალ-ვა­ჟის ძველ­მა ფო­ტომ, რო­მელ­საც პოს­ტიც ახ­ლდა:

"სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი წიგ­ნის ფურ­ცლებ­ში არ გა­ჩერ­და.

ფო­ტო­ის­ტო­რია, რო­მელ­მაც თვი­თონ გვი­პო­ვა და გვა­ი­ძუ­ლა თქვენ­თვის გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. სას­ტუმ­რო "და­დი­ა­ნი ინნ"-ის მფლო­ბე­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლია რეტ­რო ნივ­თე­ბის შე­ძე­ნით. ამ სუს­ხი­ან სა­ღა­მოს სა­ცა­ვი­დან გად­მო­ვა­ლა­გეთ ნივ­თე­ბი და ერთ-ერთ გაც­რე­ცილ წიგნ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ეს ფოტო, რო­მელ­მაც დრო­ში გა­დაგ­ვის­რო­ლა.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ფო­ტოს და­ხე­დო და უბ­რა­ლოდ გა­და­დო. რო­გო­რი კოხ­ტა, დახ­ვე­წი­ლი და ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. რო­გო­რი მოკ­რძა­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა მათ შო­რის. რაც უფრო დიდ­ხანს უყუ­რებ, მით უფრო გა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ იყ­ვნენ, რო­გორ უყ­ვარ­დათ, რო­გორ სე­ირ­ნობ­დნენ ზუგ­დი­დის ქუ­ჩებ­ში, რო­გორ უღი­მოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, რო­გორ გან­ვი­თარ­და მათი სიყ­ვა­რუ­ლი".

ცხა­დია, ეს ულა­მა­ზე­სი ფოტო გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. ვინ აღარ აზი­ა­რებ­და, გა­მოთ­ქვამ­და ვერ­სი­ებს, ვაჟი ალენ დე­ლონ­საც მი­ამ­სგავ­სეს (მარ­თლაც ჰგავს, ოღონდ ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, თვა­ლე­ბი­თა და გა­მო­ხედ­ვით სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბო­და)... ზოგს ფო­ტო­დან ქალი ეც­ნო­ბო­და, ზოგს - ვაჟი; ზო­გი­ერთს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ეგო­ნა, თუმ­ცა იმა­საც ამ­ბობ­დნენ, იმ­დე­ნად გვა­ნან ერ­თმა­ნეთს, შე­იძ­ლე­ბა და-ძმა არი­სო. სხვა­თა შო­რის, და-ძმის ვერ­სი­ას მეც ვემ­ხრო­ბი, რად­გან წყვი­ლი მარ­თლაც ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

რა თქმა უნდა, მეც გა­ვა­ზი­ა­რე ფოტო და... ჩემ­მა მო­ბი­ლურ­მაც მა­ლე­ვე და­რე­კა. ჩემი ყო­ფი­ლი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, შო­რე­ნა მა­ი­სუ­რა­ძე და დი­ლის მა­ხა­რობ­ლა­დაც იქცა - იგი იც­ნობ­და ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ქა­ლის შვილს - თა­მარ ჩა­ჩა­ვას.

ვიდ­რე მე ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერდს "ვსწავ­ლობ­დი“, შო­რე­ნამ მისი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რიც გა­მო­მიგ­ზავ­ნა და სას­წრა­ფოდ და­ვუ­რე­კე ფო­ტოს უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნის ქა­ლიშ­ვილს.

ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ჩემი კო­ლე­გა აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლის­ტი. ძლი­ერ გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო დე­დის ამ ფო­ტოს აღ­მო­ჩე­ნით.

თა­მარ ჩა­ჩა­ვა:

- დღეს დიდი დღეა - "და­ვი­თო­ბა“ და მარ­თლაც სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი დამ­ხვდა, ჩემი ორი თა­ნა­კურ­სე­ლი მე­გობ­რის - მარო კირ­კი­ტა­ძი­სა და იზა რა­მიშ­ვი­ლის მიერ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ჩემი დე­დი­კოს ახალ­გაზ­რდო­ბის ფოტო. ისიც გა­მი­ხარ­და, რომ რო­მე­ლი გვერ­დი­და­ნაც ჰქონ­დათ გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, იქ დედა ლა­მაზ და მშვე­ნი­ერ უც­ნობ ქა­ლად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ფოტო უპო­ვი­ათ შემ­თხვე­ვით, ზუგ­დიდ­ში, ძველ წიგნ­ში ჩა­დე­ბუ­ლი.

დე­დის ფოტო ჩემ­თვის უკვე დიდი სა­ჩუ­ქა­რია, ავი­ღე და ვი­ჩუ­ქე. სხვა არა­ნა­ი­რი სა­ჩუ­ქა­რი მე არ მინ­და. გული მწყდე­ბა, რომ დე­დი­კო ცო­ცხა­ლი აღარ არის.

დედა - ლუ­ა­რა ალექ­სან­დრეს ასუ­ლი კო­ბა­ი­ძე, პრო­ფე­სი­ით იყო მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ვო­კა­ლუ­რი ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რში მომ­ღერ­ლად ( იმ პე­რი­ოდ­ში დი­რი­ჟო­რე­ბი იყ­ვნენ ავ­თან­დილ ჩხენ­კე­ლი და ჯან­სუღ კა­ხი­ძე). დედა, ასე­ვე, იყო პე­და­გო­გი, ას­წავ­ლი­და სოლ­ფე­ჯი­ო­სა და ვო­კალს მა­შინ­დელ 102-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლას­თან არ­სე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ათწლედ­ში და იყო ლექ­ტო­რი - სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის ლექ­ცი­ებს უკი­თხავ­და სტუ­დენ­ტებს.

თბი­ლი­სე­ლებს ეხ­სო­მე­ბათ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იყო ცნო­ბი­ლი ფო­ტო­ა­ტე­ლიე, "ჟვა­ნი­ას ფოტო“, სა­დაც შუ­შის ვიტ­რი­ნა­ში, სხვა ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის ფო­ტო­ებ­თან ერ­თად გა­მო­დე­ბუ­ლი იყო დე­და­ჩე­მის ფოტო. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და იქ ჩავ­ლა. წაიკითხეთ სრულად