რამზან კადიროვის შვილმა შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი აიღო - კვირის პალიტრა

რამზან კადიროვის შვილმა შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი აიღო

ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის ვაჟ­მა, 16 წლის ადამ კა­დი­როვ­მა, დუ­ბა­ი­ში გა­მარ­თულ UAE SWAT Challenge -ის შე­ჯიბ­რზე ოქ­როს მე­და­ლი მი­ი­ღო.

შე­ჯიბ­რის მე­ო­თხე დღეს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა "ახ­მა­ტის" გუნ­დმა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი პოლ­კის მებ­რძო­ლე­ბის­გან შედ­გე­ბო­და.

თა­ვად ადამ კა­დი­როვს შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლი ავი­და.

დუ­ბა­ი­ში "სპე­ცი­ა­ლუ­რი ძა­ლე­ბის შე­ჯიბ­რის" პირ­ველ დღეს, "ახ­მატ­მა" მე­ო­თხე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა - იგი ყა­ზა­ხე­თი­სა და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის გუნ­დებ­თან და­მარ­ცხდა; იგი­ვე გან­მე­ორ­და შე­ჯიბ­რის მე­ო­რე დღეს - ამ­ჯე­რად გუნ­დი და­მარ­ცხდა ბე­ლა­რუ­სის, ყირ­გი­ზე­თის და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის მებ­რძო­ლებ­თან; მე­სა­მე დღეს ახ­მატ­მა მე-12 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, თუმ­ცა მე­ო­თხე დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სრულად