პუტინის მისტიკა - ფარული ნიშნები და საოცარი დამთხვევები, რომლებიც კრემლის ბინადარს ცუდ დასასრულს უწინასწარმეტყველებენ - კვირის პალიტრა

პუტინის მისტიკა - ფარული ნიშნები და საოცარი დამთხვევები, რომლებიც კრემლის ბინადარს ცუდ დასასრულს უწინასწარმეტყველებენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. როგორც უცხოურ მედიაში წერენ, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, მის ირგვლივ ბევრია მისტიკური დამთხვევა, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა.

პროექტ FreeДом-ის ჟურნალისტებმა დაასახელეს რამდენიმე ასეთი ფაქტი, რომელიც ვლადიმერ პუტინს და სხვა პრეზიდენტებს უკავშირდება.

469077t1hf30e-1707415439.jpg

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტი არქიპელაგ ფრანც-იოსების მიწაზე იმყოფებოდა, სადაც თეთრ დათვს ყელზე საბელი გაუკეთა. რამდენიმე თვეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დათვს საბელი მოგლეჯილი ჰქონდა. ზოგიერთმა ეს ამბავი ცუდ ნიშნად აღიქვა, რადგან დათვი რუსეთში ტოტემურ ცხოველად ითვლება. სწორედ დათვია გამოსახული Единая Россия-ს პარტიის ლოგოზეც.

photolenta-big-photo2-1707415439.jpeg

თითქმის მსგავსი ისტორია უკავშირდება თეთრ ვეშაპსაც, რომელიც სპეციალურად პრეზიდენტ პუტინისთვის დაიჭირეს და გადაადგილების დასაფიქსირებლად გადამცემი დაუყენეს, მოგვიანებით ვეშაპს გადამცემი დაზიანებული ჰქონდა.

photolenta-big-photo3-1707415439.jpeg

ამურის ვეფხვს კი, რომელსაც გადამცემი დაუყენეს, ძალიან მალე მოკვდა.

2012 წელს პუტინს საინტერესო ისტორია გადახდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად პრეზიდენტი პუტინი ჩაერთო პროექტში, რათა გადამფრენი თეთრი წეროები თბილ ქვეყნებში გადაფრენილიყვნენ. მათ პუტინი კარნახობდა თბილი ქვეყნებისკენ გზას. წეროებმა უარი თქვეს სამხრეთისკენ გაფრენაზე და ეს ოპერაცია ჩაიშალა. მოგვიანებით კი კაცი, რომელიც პუტინს ფრენას ასწავლიდა, გარდაიცვალა.

kmo-088197-154162-1-t210-1707415439.jpg

2018 წელს, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალზე სამხედროებმა სახელმწიფო დროშის აღმართვა ვერ შეძლეს. დროშა მოულოდნელად გაიჭედა. როგორც ამბობდნენ, ეს ცუდი ნიშანია როგორც პრეზიდენტ პუტინისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადარი ვეფხვი, რომლის სახელი პუტინი იყო, მოკვდა. ცხოველი გულის შეტევით დაიღუპა.

უცხოურ მედიაში წერენ, რომ მსგავსი უცნაური შემთხვევები ყოველთვის საყურადღებოა, რადგან თითქოს ეს მისტიკური შემთხვევები მიგვითითებენ, როგორ ჩაივლის პრეზიდენტობის პერიოდი. საზოგადოებას ახსოვს ის ფაქტი, როცა ერთ-ერთი ღონისძიებისას უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის წინ კარი დაიხურა, ამბობდნენ, რომ ეს იყო ნიშანი... ყველას ახსოვს, როგორ გაიქცა იანუკოვიჩმა უკრაინა.

სიმბოლური იყო პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციისას მომხდარიც. საპატიო ყარაულის ჯარისკაცს უეცრად ხელიდან იარაღი გაუვარდა, ექსტრასენსები ამბობდნენ, რომ ეს თითქოს საომარი მოქმედების გაგრძელებას ნიშნავდა. პოროშენკომ მართლაც ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის შეჩერება.

screenshot-2024-02-08-215257-1707415760.png

ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ კი გამოცემა "ობოზრევატელთან" ასტროლოგი საუბრობდა, რომ „მისი (ზელენსკის) მოსვლით უკრაინაში ყველაფერი შეიცვლებოდა“. ასტროლოგებმა და არა მხოლოდ მათ, ინაუგურაციისას ყურადღება მიაქციეს ერთ ფაქტს, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის გერბიანი ბეჭედი ხელში უკუღმა აიღო. ამბობდნენ, რომ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა. წყარო