ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა - კვირის პალიტრა

ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა

ფოთ­ში, ნა­ბა­დის უბან­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ცოლ-ქმა­რი და­ი­ღუ­პა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, შემ­თხვე­ვის დროს ისი­ნი სახ­ლში მარ­ტო იყო­ფე­ბოდ­ნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლ-ქმა­რი ახ­ლო­ბელ­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­დი­ო­და, რის შემ­დე­გაც სახ­ლის კა­რე­ბი შე­ამ­ტვრი­ეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს .

"ინტერპრესნიუსი"