84 ხმით 10-ის წინააღმდეგ:ახალი მთავრობა დამტკიცდა - პრემიერი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში წავა - კვირის პალიტრა

84 ხმით 10-ის წინააღმდეგ:ახალი მთავრობა დამტკიცდა - პრემიერი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში წავა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში 20-21 თებერვალს, ბრიუსელში განხორციელდება.

როგორც მან მთავრობის განახლებული შემადგენლობა დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტი შეეხება ევროკავშირს და ასევე ნატო-ს.

„უკვე დაგეგმილია ვიზიტები, 20-21 თებერვალს დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში, ეს ეხება, როგორც ევროკავშირს, ასევე, ნატო-ს. დღის წესრიგიც უკვე გაწერილია, შესაბამისად, პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება“, - განაცხადა კობახიძემ.