"ვერ შემისრულე დანაპირები, ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…." - სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ბოლო ფოტო: რას წერს მსახიობის რძალი? - კვირის პალიტრა

"ვერ შემისრულე დანაპირები, ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…." - სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ბოლო ფოტო: რას წერს მსახიობის რძალი?

65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი. ჯაჭვლი­ა­ნი დიდი ხა­ნია მძი­მე სენს ებ­რძო­და. ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია.

მსა­ხი­ობ­სა და სპორ­ტსმენს ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა რძა­ლი და სოსო ჯაჭვლი­ა­ნის ერთ-ერთ ბოლო ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს:

"გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი ვა­ჩუ­კას ბა­ბუა, ჩემი იმე­დი და ჩვე­ნი ოჯა­ხის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ და მო­მე­ნატ­რე­ბი. მე­ა­მა­ყე­ბა რომ შენი რძა­ლი ვარ და ვიქ­ნე­ბი. შენი ვა­ჩუ­კა კი არას­დროს და­გი­ვი­წყებს და შენი სა­ხე­ლის უკ­ვდა­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ფერს იზამს. ვერ შე­მის­რუ­ლე და­ნა­პი­რე­ბი ვა­ჩი­კოს ჩემ­პი­ონს გავ­ხდიო…." - წერს ჯაჭვლი­ა­ნის რძა­ლი.