"20 წლის ნიაკო ამ ბავშვების ბიძაშვილი იყო... ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან" - რას ჰყვება ნერგეეთის უმძიმეს ტრაგედიაზე ადგილობრივი პედაგოგი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყრის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით, 200-მეტრიან მონაკვეთზე.
ხათუნა ხიზანეიშვილი ნერგეეთის სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. ქალი გარდაცვლილი ტყუპი გოგონების და მათი ძმის, დათუნას პედაგოგი გახლდათ. მისი სახლი შემთხვევის ზონიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს. Ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ახლა მათ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა, მოსახლეობა შეძრულია მომხდარით და ბაღდათს მსგავსი ტრაგედია არ ახსოვს.
ხათუნა ხიზანეიშვილი: - ძალიან ცუდად ვართ ყველა, განადგურებულები ვართ. ტყუპი, დათუნა, მამა, მამიდის სახლში გადაასვენეს. დედა დღეს მოდის იტალიიდან, გუშინ რომში ჩაფრინდებოდა. აქ მათ სახლი, არაფერი აღარ დარჩათ. იმ სახლების მაცხოვრებლები, რომლებიც მათ სიახლოვეს არის და გადარჩა, ღამესაც აღარ ათევენ იქ. ჯერ ბავშვების ცოდვით და თან, საშიშ ზონად გამოცხადდა ის ტერიტორია.
- 20 წლის გოგონაა გარდაცვლილებს შორის...