"რუსეთს სპეციალური ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია" - კვირის პალიტრა

"რუსეთს სპეციალური ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია"

რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის, ჯერჯერობით, არ მიუღწევია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა :

„უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა“.

IPN