სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ - კვირის პალიტრა

სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს 13 თებერვალს დაკრძალავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, 12 თებერვალს მსახიობს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

ასევე, დღეს საღამოდან 11 თებერვლის ჩათვლით პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში იქნება (მის: დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის 21, მეექვსე სადარბაზო, მესამე სართული).

სოსო ჯაჭვლიანს ქაშუეთის ტაძრიდან 13 თებერვალს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

"ინტერპრესნიუსი"