უკრაინის დედაქალაქ კიევში ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიენიჭა ქუჩას, რომელიც მანამდე მიხეილ ბულგაკოვის სახელობის იყო - კვირის პალიტრა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიენიჭა ქუჩას, რომელიც მანამდე მიხეილ ბულგაკოვის სახელობის იყო

კი­ე­ვის ქა­ლა­ქის საბ­ჭომ გა­და­წყვი­ტა, სა­ხე­ლი გა­და­ერ­ქვას უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ათ ობი­ექტს. მათ შო­რის შე­იც­ვა­ლოს რუსი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი. შე­დე­გად რუსი მწერ­ლის მი­ხე­ილ ბულ­გა­კო­ვის ქუ­ჩას ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და მომ­ღერ­ლის ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის სა­ხე­ლი ეწო­და. ალექ­სან­დრე ბლო­კის სა­ხე­ლო­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კას კი უკ­რა­ი­ნე­ლი რე­ჟი­სო­რი­სა და თე­ატ­რის პე­და­გო­გის გნატ იუ­რას სა­ხე­ლი და­ერ­ქვა.

საკ­რე­ბუ­ლოს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ხე­ლე­ბის გა­დარ­ქმე­ვა გა­ნაგ­რძობს "დე­რუ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და დე­კო­მუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცესს“.

"უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლა­ქი იშო­რებს სა­ხე­ლებს, რომ­ლებ­მაც გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ზე... სა­უ­კუ­ნო­ვან კი­ევ­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნას­თან, მის საბ­ჭო­თა და იმ­პე­რი­ულ წარ­სულ­თან“, - გა­ნა­ცხა­და კი­ე­ვის მე­რის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მირ ბონ­და­რენ­კომ.

ambebi.ge