"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა..." - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა..." - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში გოჩა გო­გო­ლა­ძე:

- სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში დას­რულ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ნა­პოვ­ნია ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში და მარ­თლა მი­ჭირს სა­უ­ბა­რი. სი­ტყვე­ბი არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და სა­უ­ბე­დუ­როდ ვე­რა­ფერს შევ­ცვლით.

- ბა­ტო­ნო გოჩა, ხომ არ დაგ­ჭირ­დათ სოფ­ლი­დან სხვა ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბა?

- დიახ, 8 ოჯა­ხი გა­ვიყ­ვა­ნეთ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან და ყვე­ლა და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია. იქ არა­ვინ არის ამ წუ­თას, მიმ­დე­ბა­რედ ვინც იყო, ის ოჯა­ხე­ბი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი არი­ან, ერ­თია სო­სე­ლი­ას ოჯა­ხი. ამ უბან­ში ძი­რი­თა­დად რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თი სახ­ლი და­ზი­ან­და, ხალ­ხი ისეა შე­ში­ნე­ბუ­ლი, რომ და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა.

ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ავთო რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლა სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. სამ­წუ­ხა­როდ, უბე­დურ შემ­თხვე­ვას შე­ე­წი­რა მისი 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ა­კო და ავ­თოს მე­უღ­ლე. ავ­თოს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მას მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და ჯერ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ღუპ­ვა­ზე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მას დღეს უნდა უთხრან. დედა-შვი­ლის და ავ­თოს დე­დის დაკ­რძალ­ვა სამ­შა­ბათს არის გა­და­წყვე­ტი­ლი. გააგრძელეთ კითხვა