ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სტიქიის ადგილზე ჩავიდა - ფოტოები ადგილიდან და პრემიერ-მინისტრის განცხადება - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე ბაღდათში, სტიქიის ადგილზე ჩავიდა - ფოტოები ადგილიდან და პრემიერ-მინისტრის განცხადება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბაღ­დათ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ზომა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ კომ­პენ­სა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აეს­ვე ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ იქ, სა­დაც სა­ჭი­როა გან­სახ­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს ბაღ­დათ­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც სტი­ქი­ის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

"სტი­ქი­ის, ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე ვი­ყა­ვით, ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე გა­ვე­ცა­ნით. მიმ­დი­ნა­რე­ობს სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ყვე­ლა ზომა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც სა­ჭი­რო არის გან­სახ­ლე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზო­მებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მი­ი­ღებს, სა­დაც სა­ჭი­როა კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი, ზო­მე­ბი ამის შე­სა­ხე­ბაც იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს-ხვალ სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კი­დევ ერთხელ ვუ­სამ­ძიმ­რებ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას, პი­რა­დად მი­ვუ­სამ­ძიმ­რებთ და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს. ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია მოხ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ას, ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ იმის­თვის, რომ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნოთ. რა თქმა უნდა, ვე­რა­ვი­თა­რი ზომა ვერ იქ­ნე­ბა პა­ნა­ცეა. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ძა­ლი­ან რთუ­ლი შემ­თხვე­ვა იყო. თუმ­ცა, ზო­გა­დად ყვე­ლა ზომა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ მოხ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფის პრე­ვენ­ცია, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები