"ერთი ვერსიით, ბიზნესის ასაწყობად ბინა ჩაადებინეს ბანკში, თურმე საყვედურობდა, უბინაოდ დამტოვეთო..." - რას ჰყვებიან რუსთავის უმძიმესი დანაშაულის მოტივზე? - კვირის პალიტრა

"ერთი ვერსიით, ბიზნესის ასაწყობად ბინა ჩაადებინეს ბანკში, თურმე საყვედურობდა, უბინაოდ დამტოვეთო..." - რას ჰყვებიან რუსთავის უმძიმესი დანაშაულის მოტივზე?

გუ­შინ რუს­თა­ვის ე.წ. სტამ­ბო­ლის აგ­რა­რულ ბა­ზარ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი შე­იჭ­რა და ხორ­ცის სექ­ცი­ა­ში მო­ვაჭ­რე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა, რა­საც 4 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთი კი დაჭ­რი­ლია. რო­გორც "კლი­ნი­კა რუს­თავ­ში" გა­ნა­ცხა­დეს, 25 წლის ნიკა ორ­ვე­ლაშ­ვილს ჭრი­ლო­ბა ზედა კი­დუ­რის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან - ნო­დარ ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მალ­ხაზ და დათო აბუ­ლაშ­ვი­ლე­ბი და პა­ა­ტა მჭედ­ლი­ძე. მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი 112-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ქა­ლაქ რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის თა­ო­ბა­ზე. შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დად­გინ­და, რომ ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ო.- მ. სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ოთხი პირი, მათ შო­რის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ხოლო დაჭ­რი­ლია ერთი პირი, ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც წყა­რო რუს­თა­ვი­დან AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, ორ­ვე­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხუ­რი დავა ფი­ნან­სებ­სა და ბიზ­ნეს-წი­ლებს უკავ­შირ­დე­ბა.

"35 წლის გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი უცოლ­შვი­ლო იყო და რუს­თავ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 1-2 წლის წინ, მან ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა გა­დაწ­ვა, რო­მე­ლიც სწო­რედ ბი­ძამ უქი­რა­ვა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ერთი ვერ­სი­ით, ბიზ­ნე­სის ასა­წყო­ბად ბინა ჩა­ა­დე­ბი­ნეს ბან­კში, ფული თვი­თონ აი­ღეს, გი­ორ­გი კი ნა­ქი­რა­ვებ­ში შე­უშ­ვეს. გააგრძელეთ კითხვა