"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა - კვირის პალიტრა

"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ზა­არბრი­უ­კე­ნის (ვო­რონ­ცო­ვის) მო­ე­დან­ზე მდგა­რი ახა­ლი ქან­და­კე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ამ ად­გილს ეს ქან­და­კე­ბა არ შე­ე­ფე­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ეს ძეგლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას.

"ამ "ნაწ­ნა­ვებ­მა" და­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლო, დღე­საც ამ ნაწ­ნა­ვებ­ში ვართ გახ­ვე­უ­ლი და ვი­გუ­დე­ბით. ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, ჩრდი­ლო­ე­თის "ნაწ­ნა­ვი" გა­მოდ­გა ყვე­ლა­ზე მგუ­და­ვი და მახ­რჩო­ბე­ლა" - წე­რენ სოცქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

"ადრე, მო­ქან­და­კე და არ­ქი­ტექ­ტო­რი ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ ნე­ბის­მი­ერ სკულპ­ტუ­რა­ზე. მო­ქან­და­კე უშუ­ა­ლოდ ქან­და­კე­ბა­ზე, არ­ქი­ტექ­ტო­რი კი ამ ქან­და­კე­ბის­თვის სივ­რცეს და შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პორ­ცი­ებს არ­ჩევ­და. ახლა მო­ქან­და­კე­ე­ბი მარ­ტო მუ­შა­ო­ბენ სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში. გა­ა­კე­თე­ბენ რა­ღა­ცას, წა­მო­ი­ღე­ბენ სა­ხე­ლოს­ნო­დან და სა­დღაც დად­გა­მენ ხოლ­მე. შე­ე­სა­ბა­მე­ბა სივ­რცეს, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არ ადარ­დებთ. აბა შე­ხე­დეთ გორ­გას­ლის ძეგლის სივ­რცეს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, ან შე­ხე­დეთ ქარ­თლის დე­დის სივ­რცეს­თან მი­მარ­თე­ბას და შე­ხე­დეთ ამ ქან­და­კე­ბას. ეს ძეგლი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ა­ნაც კარ­გია, მარა ძაან უხერ­ხუ­ლად დგას იქ, სა­დაც დად­გეს" - წერს "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

"ამ მო­ე­დან­ზე ვო­რონ­ცო­ვის ძეგლი რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, ალ­ბათ ასე­თი ამ­ბა­ვი არ მოყ­ვე­ბო­და, რაც ფე­ის­ბუკ­ში ორი დღეა ხდე­ბა" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლია. გააგრძელეთ კითხვა