"პუტინი ინტერვიუში ბევრ ტყუილს ამბობდა უკრაინასთან ომის ისტორიის შესახებ - მისთვის საერთო მესიჯი უნდა იყოს: “უკრაინისთვის ჩვენი დახმარება არ შემცირდება“ - კვირის პალიტრა

"პუტინი ინტერვიუში ბევრ ტყუილს ამბობდა უკრაინასთან ომის ისტორიის შესახებ - მისთვის საერთო მესიჯი უნდა იყოს: “უკრაინისთვის ჩვენი დახმარება არ შემცირდება“

პუტინი ინტერვიუში ბევრ ტყუილს ამბობდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

შოლცმა აღნიშნა, რომ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა “ბევრ ტყუილს ამ ომის ისტორიის შესახებ.”

კანცლერის თქმით, პუტინი მხოლოდ იმაშია დაინტერესებული, რომ “თავისი მეზობლების ტერიტორიის ნაწილი მიიღოს” და ასეთ საქციელს “იმპერიალიზმი” უწოდა.

შოლცმა აღნიშნა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება არის “რუსეთის დიქტატორის სურვილი უკრაინის ნაწილის ანექსირება მოახდინოს.”

“მისთვის საერთო მესიჯი უნდა იყოს: “უკრაინისთვის ჩვენი დახმარება არ შემცირდება,” - განაცხადა შოლცმა.