"ბრალს აღიარებს - განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა" - ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - კვირის პალიტრა

"ბრალს აღიარებს - განიცდის, რომ მის გამო ძმაც შარში გაეხვა" - ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი

"ბრალს აღი­ა­რებს - გა­ნიც­დის, რომ მის გამო ძმაც შარ­ში გა­ეხ­ვა",- ამის შე­სა­ხებ რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რო­ბა­ზე 4 პი­რის მკვლე­ლო­ბი­სა და ერთი ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ელ­დარ გვა­ლი­ამ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კატ­მა, ამას­თან, იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ბრალ­დე­ბულს გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის­ში­ვე და­ე­ნიშ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

"მე რომც არ მო­ვი­თხო­ვო, გა­მო­ძი­ე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, და­ნიშ­ნოს სა­სა­მარ­თლო ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, ისე­დაც და­ნიშ­ნა­ვენ.

გა­მო­ძი­ე­ბას ორი თვე აქვს თავ­და­პირ­ვე­ლი ვადა, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­აგ­რძე­ლონ ვადა, ეს გა­მო­ძი­ე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლი­ათ და­ნიშ­ნონ ექ­სპერ­ტი­ზა, იმე­დია, თა­ვი­დან­ვე და­ნიშ­ნა­ვენ ამ ექ­სპერ­ტი­ზას.

ცნო­ბი­ლია [ძმის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ] და თვი­თონ გა­ნიც­დის, რომ მის გამო ძმაც შარ­ში გა­ეხ­ვა“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბა­ზარ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი დაჭ­რი­ლია და კლი­ნი­კა "რუს­თავ­შია“ მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­შინ, გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის ძმაც და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი, სა­ი­და­ნაც გუ­შინ გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, გი­ორ­გი ორ­ვე­ლაშ­ვი­ლის ძმის იყო. ძმებს ბრა­ლი უკვე წარ­დგე­ნი­ლი აქვთ.

"ინტერპრესნიუსი"