"ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან გაცეცხლებული, ჩემს ძმას უქვეყნებენ სურათს, როგორ მოკლა 4 ადამიანი რუსთავში" - მზია ორველაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული პირის შესახებ "ტვპირველმა" ამბავი შეცდომით იმ ადამიანის ფოტოთი გაავრცელა, რომელსაც საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მოცეკვავე მზია ორველაშვილი ავრცელებს სოციალურ ქსელში მიმართვას და ამბობს, რომ ტელეკომპანიამ თავისი ძმის ფოტო გამოაქვყვეყნა:
"ვარ ძალიან გაბრაზებული, ძალიან გაცეცხლებული და არა მარტო მე, იმიტომ, რომ მყავს უპატიოსნესი ძმები, ორი ძმა, რომელზეც დედაჩემს და მამაჩემს არასდროს მოუსმენიათ ის, რომ მათ უწმაწური სიტყვები ეთქვათ, იმ დონეზე გაზარდეს დედაჩემმა და მამაჩემმა ისინი. ჩემს ქვეყანაში ჩემს ძმას უქვეყნებენ სურათს, როგორ მოკლა 4 ადამიანი რუსთავში. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას, მაგრამ ჩემი ძმა არაფერ შუაში არ არის, ჩემის ძმის ფოტომ მიიღო მილიარდი ნეგატივი და ბევრი ადამიანის წყევლა, რომელიც არ არის დამნაშავე ამ მკვლელობაში, ის 6 წელია ცხოვრობს საზღვარგარეთ, არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და 6 წელია არ შემოსულა საქართველოში. როგორ შეიძლება დაუზუსტებელი ინფორმაციის გარეშე, სხვა ადამიანი ამოავლო ასე ლაფში და გასვარო ასეთ ბინძურ ამბავში. მე არ ვიცი, რა მოჰყვება ამ ამბავს იმიტომ, რომ დედაჩემი და მამაჩემი არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ჩვენ ამას ესე არ დავტოვებთ" - ამბობს მზია ორველაშვილი.
ინფორმაციისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია გიორგი ორველაშვილი.