გორის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში მოძრაობა სამი საათით აიკრძალება - კვირის პალიტრა

გორის გვირაბის აღმოსავლეთ ნაწილში მოძრაობა სამი საათით აიკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 12 თებერვლის 13:45-დან 15:30 საათამდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"