რუსეთის შსს-მ ალეკო ელისაშვილზე ძებნა გამოაცხადა?! - რას ამბობს ამ ინფორმაციაზე ქართველი დეპუტატი - კვირის პალიტრა

რუსეთის შსს-მ ალეკო ელისაშვილზე ძებნა გამოაცხადა?! - რას ამბობს ამ ინფორმაციაზე ქართველი დეპუტატი

“უხასიათოდ ვიყავი და რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი! როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს...“ - ალეკო ელისაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა.

სხვადასხვა რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, “მედიაზონამ“ მოიპოვა რუსეთის შსს-ს დოკუმენტები, სადაც მათ სხვადასხვა ქვეყნის პირებზე ძებნა აქვთ გამოცხადებული და რუსეთის მტრებად მიიჩნევიან.

apsny-ს მიხედვით, სიაში მოხვდნენ ალეკო ელისაშვილი და ირაკლი ოქრუაშვილიც. ასევე, საქართველოს სხვა მოქალაქეები.

ვიდეო: ტვ პირველის youtube არხი- მაკა ანდრონიკაშვილის დღის ამბები