რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა - რას წერს და რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი - კვირის პალიტრა

რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა - რას წერს და რა კადრებს გვიზიარებს მსახიობი

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუს­კა ქარ­ქა­შა­ძე დედა გახ­და. მას და ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძეს ვაჟი შე­ეძნათ, რო­მელ­საც ზუკა და­არ­ქვეს. რუს­კა ფო­ტო­ებს და სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბავს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ავ­რცე­ლებს და უამ­რავ მი­ლოც­ვა­საც იღებს.

რუს­კამ და ლა­შამ გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში იქორ­წი­ნეს. წყვი­ლი თით­ქმის ორი წე­ლია, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად ჩნდე­ბა. ლა­შამ საყ­ვა­რელ ქალს ხელი იტა­ლი­ა­ში სთხო­ვა, სა­დაც რუს­კას და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა, ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს" - ამ­ბობ­და რუს­კა რამ­დე­ნი­მე თვის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფოტოები იხილეთ ლინკზე