"სიყ­ვა­რუ­ლი მომთმე­ნი­ცაა. 20 წელი ით­მი­ნა" - ფილმი ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის სიყვარულზე: პრემიერა და შეყვარებული წყვილი წითელ ხალიჩაზე - კვირის პალიტრა

"სიყ­ვა­რუ­ლი მომთმე­ნი­ცაა. 20 წელი ით­მი­ნა" - ფილმი ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის სიყვარულზე: პრემიერა და შეყვარებული წყვილი წითელ ხალიჩაზე

მალე ეკ­რა­ნებ­ზე ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის ფილ­მი "This Is Me...Now: A Love Story" გა­მო­ვა, რო­მე­ლიც მისი და ბენ აფ­ლე­კის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ი­თაა შთა­გო­ნე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად წყვი­ლი სწო­რედ ახა­ლი ფილ­მის პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო:

ახალ პრო­ექ­ტზე მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, ფილ­მი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი არ არის:

"ვგრძნობ­დი, რომ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლის გა­კე­თე­ბა მინ­დო­და. ფილ­მი არ არის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად შთა­გო­ნე­ბუ­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბის მოვ­ლე­ნე­ბით... ეს ამ­ბა­ვი უი­მე­დო რო­მან­ტი­კო­სის ცხოვ­რე­ბას, მის მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბას ეხე­ბა...

როცა ახალ­გაზ­რდა ხარ ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით უყუ­რებ. გგო­ნია, რომ სხვე­ბის აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - ასაკ­ში ვხვდე­ბით, რომ ეს ასე არ არის. ახლა ზუს­ტად ვიცი, ვინ ვარ და რა მინ­და", - ამ­ბობს ჯე­ნი­ფე­რი.

ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა და ბენ აფ­ლეკ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა 2002 წლის ივ­ლის­ში და­ი­წყეს და იმა­ვე წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ნიშნ­ნენ, თუმ­ცა ქორ­წი­ლი ცე­რე­მო­ნი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ა­უქ­მეს. სკან­და­ლუ­რი და­შო­რე­ბი­დან 20 წლის შემ­დეგ, წყვი­ლი შე­რიგ­და:

"სიყ­ვა­რუ­ლი მშვე­ნი­ე­რია, სიყ­ვა­რუ­ლი კე­თი­ლია და, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სიყ­ვა­რუ­ლი მომთმე­ნი­ცაა. 20 წელი ით­მი­ნა", — ამ­ბობ­და ჯე­ნი­ფე­რი.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები